მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TasteAtlas: ქართული საფერავი და ქვევრის ღვინო მსოფლიოს საუკეთესო 5 ღვინოს შორის დასახელდა
TasteAtlas: ქართული საფერავი და ქვევრის ღვინო მსოფლიოს საუკეთესო 5 ღვინოს შორის დასახელდა

TasteAtlas: ქართული საფერავი და ქვევრის ღვინო მსოფლიოს საუკეთესო 5 ღვინოს შორის დასახელდა

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 01:48|bm.ge

ქართული ღვინო TasteAtlas-ის გლობალურ რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. საერთაშორისო კულინარიულმა გზამკვლევმა 1000-ზე მეტი ღვინის შეფასების შედეგად, საფერავი მე-4 ადგილზე, ხოლო ქართული ქვევრის ღვინო მე-5 პოზიციაზე დაასახელა.

რეიტინგის პირველ სამ ადგილს იტალიური Brunello di Montalcino და Barolo, ასევე ბერძნული Vinsanto იკავებს. საფერავი კი რეიტინგში ისეთ ცნობილ ღვინოებს უსწრებს, როგორებიცაა ფრანგული Châteauneuf-du-Pape და იტალიური Amarone della Valpolicella.

TasteAtlas საფერავს კახურ ენდემურ წითელ ჯიშად მოიხსენიებს. პლატფორმის შეფასებით, იგი გამოირჩევა მუქი შეფერილობით, მაღალი ტანინითა და მდიდარი სტრუქტურით.

რეიტინგში მეხუთე პოზიცია საქართველოსთვის კიდევ ერთი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ქართული ქვევრის ღვინო ცალკე კატეგორიად არის წარმოდგენილი. პუბლიკაციაში აღწერილია, რომ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია საქართველოში ათასწლეულებს ითვლის და UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ამრიგად, მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების ხუთეულში საქართველო ორი განსხვავებული მიმართულებით არის წარმოდგენილი: ერთი მხრივ, ადგილობრივი ყურძნის ჯიშით - საფერავით, მეორე მხრივ კი ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდით, ქვევრით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

30 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

30 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

GE Vernova ენერგეტიკულ კომპანია Trench-ს $9 მილიარდად შეისყიდის

GE Vernova ენერგეტიკულ კომპანია Trench-ს $9 მილიარდად შეისყიდის

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკა მოლოდინებზე მეტად გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მოლოდინებზე მეტად გაიზარდა

BM.GE