მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ტავ ჯორჯია" საავიაციო ფორუმ Routes Europe 2026-ში მონაწილეობს
"ტავ ჯორჯია" საავიაციო ფორუმ Routes Europe 2026-ში მონაწილეობს

"ტავ ჯორჯია" საავიაციო ფორუმ Routes Europe 2026-ში მონაწილეობს

BM.GE18 მაისი, 2026, 17:56|bm.ge

იტალიის ქალაქ რიმინიში საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 იმართება, სადაც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს კომპანია ტავ ჯორჯია წარმოადგენს. საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის მმართველი და ინვესტორი კომპანია აღნიშნულ ღონისძიებაზე შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან ერთობლივი სტენდით არის წარმოდგენილი. რიმინიში იმყოფება ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე კომპანიის მარკეტინგის გუნდთან ერთად.

ფორუმის მიმდინარეობისას ტავ ჯორჯიას წარმომადგენლები სხვადასხვა ავიაკომპანიასთან 20-მდე შეხვედრას გამართავენ. ჩანიშნულია მოლაპარაკებები და გაცნობითი ხასიათის შეხვედრები როგორც ევროპულ, ასევე ჩინურ და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ავიაკომპანიებთან. ტავ ჯორჯიას მიზანი ახალი ბაზრებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიება და მათთვის თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სერვისების შეთავაზებაა. კომპანიებმა "ტავ ჯორჯიასთან" მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვეს როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და საერთაშორისო ჰოლდინგის, TAV Airports-ის მარკეტინგის გუნდთან ერთადაც.

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული კრიზისის ფონზე კიდევ უფრო ცხადი გახდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიცირება. წელს მსგავსი ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე ჩვენი მონაწილეობის მთავარი ფოკუსი სწორედ ბაზრების დივერსიფიცირებაა. ჩვენი მიზანია ახალი მიმართულებების განვითარება ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი გვაინტერესებს როგორც ევროპული ასევე ჩინური ბაზარიც. მოგეხსენებათ, თბილისის აეროპორტიდან ჩინეთის რამდენიმე მიმართულებით ფრენები უკვე ხორციელდება და ივლისიდან პირდაპირი რეისები ინიშნება შანხაის მიმართულებითაც - თუმცა ამ ბაზარზე მოთხოვნა მაღალია და შესაბამისად ჩინეთის მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავნაგრძობთ. რაც შეეხება ევროპას, განსაკუთრებული აქცენტი ამ შემთხვევაში ესპანეთის მიმართულებაზე გვაქვს. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და Routes Europe 2026-ზე ამ მიზნით საინტერესო შეხვედრებიც გვაქვს ჩანიშნული“, - აცხადებს თეა ზაქარაძე, "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი.

საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 იტალიის ქალაქ რიმინიში 20 მაისამდე გაგრძელდება. ეს ღონისძიება უკვე მეოცედ ტარდება და წელს მასში 65-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი ავიაკომპანია და აეროპორტი მონაწილეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • BTS-მა ​Grammy-ზე მონაწილეობაზე უარი თქვა, მას შემდეგ, რაც პრემიის ორგანიზატორებმა აზიური პოპ-მუსიკის კატეგორია დაამატესიმედი
  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

BM.GE

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

BM.GE

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

BM.GE

"მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია" - სებ-ი მოსახლეობას გახშირებულ ციფრულ პირამიდულ სქემებზე აფრთხილებს

"მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია" - სებ-ი მოსახლეობას გახშირებულ ციფრულ პირამიდულ სქემებზე აფრთხილებს

BM.GE