მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TBC Capital-ის მოლოდინით, სებ-ი მაისში სავალუტო შესყიდვის მოცულობას გაზრდის
TBC Capital-ის მოლოდინით, სებ-ი მაისში სავალუტო შესყიდვის მოცულობას გაზრდის

TBC Capital-ის მოლოდინით, სებ-ი მაისში სავალუტო შესყიდვის მოცულობას გაზრდის

BM.GE26 მაისი, 2026, 14:00|bm.ge

"თიბისი კაპიტალი" პროგნოზირებს, რომ მაისის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო შესყიდვების მოცულობას გააფართოებს და Bmatch პლატფორმით მეტ აშშ დოლარს შეისყიდის, ვიდრე აპრილში, რაც 333 მილიონ დოლარს შეადგენდა.

"თიბისი კაპიტალის" თანახმად, ამჟამად სავალუტო ბაზარზე სიჭარბე შეინიშნება, რაც ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რათა ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შევსება წარმატებით გააგრძელოს.

"მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ აპრილსა და მაისში სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბე შეინიშნება. მარტში 16 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვის შემდეგ, აპრილში სებ-მა 333 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა. ჩვენი შეფასებით, მოსალოდნელია, რომ მაისში შესყიდვები უფრო მასშტაბური იქნება.

თავის მხრივ, სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბე ლარის მხარდამჭერი ფაქტორია. თიბისი კაპიტალის მოკლე და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელების თანახმად, ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება. ამდენად, განახლებული პროგნოზით, წლის ბოლოსთვის აშშ დოლარი/ლარის გაცვლითი კურსი დაახლოებით 2.65-ის ნიშნულზეა,"- ნათქვამია "თიბისი კაპიტალის" მაკროეკონომიკურ განახლებაში.

ჯამურად, იანვარ-აპრილში სებ-მა 833 მილიონი დოლარი შეისყიდა, რის შედეგადაც სავალუტო რეზერვებმა აპრილის ბოლოსთვის 6.47 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი

თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი

მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი

აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE