მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „თბილისის ფინანსური სამიტის" ჩატარება ჩვენი საფინანსო სექტორის სიძლიერეზე მიუთითებს - გიორგი თხელიძე
„თბილისის ფინანსური სამიტის" ჩატარება ჩვენი საფინანსო სექტორის სიძლიერეზე მიუთითებს - გიორგი თხელიძე

„თბილისის ფინანსური სამიტის" ჩატარება ჩვენი საფინანსო სექტორის სიძლიერეზე მიუთითებს - გიორგი თხელიძე

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 20:10|bm.ge

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი გიორგი თხელიძე ამბობს, „თბილისის ფინანსური სამიტის" ჩატარება ქართული საფინანსო სექტორის სიძლიერესა და ლიდერ პოზიციაზე მიუთითებს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს, ღონისძიების შესახებ საუბრისას განუცხადა.

"მოხარული ვარ, რომ დღეს თიბისი ბანკი ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საფინანსო სამიტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი. მსგავსი დონის სამიტის ჩატარება მიუთითებს როგორც ჩვენი საფინანსო სექტორის ლიდერულ პოზიციაზე, ასევე სიძლიერეზე, რადგან თბილისში ტარდება და ვმასპინძლობთ ძალიან ძლიერ დელეგაციას.

დღეს საშუალება მქონდა, მონაწილეობა მიმეღო პანელურ დისკუსიაში ქართული ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად, სადაც ვისაუბრეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და განვითარებაში საფინანსო სექტორის როლზე. ასევე ვისაუბრეთ საბანკო მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობაზე და მათ წვლილზე ჩვენი სექტორის შემდგომ გარდაქმნაში",- ამბობს გიორგი თხელიძე.

27-28 ოქტომბერს თბილისში, რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ იმართება, რომელიც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

„არ გაჩერდე, სულ რაღაც ისწავლე“ - განათლება არის ის, რაც მთელი ცხოვრება გრძელდება

„არ გაჩერდე, სულ რაღაც ისწავლე“ - განათლება არის ის, რაც მთელი ცხოვრება გრძელდება

BM.GE

Lion Auctions-ის ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილების აუქციონი

Lion Auctions-ის ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილების აუქციონი

BM.GE

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები

BM.GE