
თბილისში 2027 წლისთვის საწყობების მიწოდება 1.65 მლნ მ²-მდე გაიზრდება - Galt & Taggart
Galt & Taggart-ის საწყობებისა და ლოგისტიკის მიმოხილვის მიხედვით, თბილისში 2027 წლისთვის საწყობების მიწოდება 1.65 მლნ მ²-მდე გაიზრდება. მიწოდების ძირითადი ნაწილი - 85% კი მიწის ხელმისაწვდომობის გამო სამგორსა და თბილისის შემოგარენში იქნება კონცენტრირებული.
„თბილისში საწყობების მიწოდების ზრდის ტემპი 2024 წლიდან დაჩქარდა, თუმცა ჯამური მიწოდება შესადარის ქალაქებთან მიმართებით კვლავ დაბალია“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
საქართველოში საწყობების და ლოგისტიკის მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანაში დღეისთვის 1.77 მლნ კვ.მ.-ის სასაწყობე ფართია, საიდანაც დიდი ნაწილი თბილისშია კონცენტრირებული:
• თბილისში 1.26 მლნ კვ.მ.-ის სასაწყობე ფართია; • ბათუმში - 0.34 მლნ კვ.მ.; • ფოთში -17 მლნ კვ.მ.
მიმოხილვის მიხედვით, თბილისში საწყობების მიწოდება 2026 წლისთვის 1.45 მლნ კვ.მ.-მდე, ხოლო 2027 წლისთვის 1.65 მლნ კვ.მ.-მდე გაიზარდება. ამასთან, სამომავლო მიწოდებაში ზომასთან ერთად მზარდია მაღალი კლასის საწყობების წილიც.
„გაზრდილი ქირის ფონზე, მინიმუმ 7,000 კვ.მ სასაწყობე მოთხოვნის შემთხვევაში, საკუთარი A კლასის საწყობის მშენებლობა ფინანსურად მიმზიდველი გახდა. შედეგად, საკუთრებაში მყოფი საწყობების წილი დაგეგმილ მიწოდებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - აღნიშნულია საქართველოში საწყობების და ლოგისტიკის მიმოხილვაში.
BM.GE
წყარო: bm.ge