მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თელავის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 50 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს - აეროპორტების გაერთიანება
თელავის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 50 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს - აეროპორტების გაერთიანება

თელავის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 50 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს - აეროპორტების გაერთიანება

BM.GE28 აგვისტო, 2026, 17:21|bm.ge

ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თელავის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 50 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ.

აღსანიშნავია, რომ თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გუშინ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 275 136 ლარია, წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 21 თვის ვადაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ჩათვლით.

"საქართველოს მთავრობის ინიციატივით, თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კახეთში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას და საჰაერო ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის შიდა საჰაერო დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, რეგიონებს შორის გადაადგილების შესაძლებლობების გაფართოებას, ასევე კახეთში ტურისტული და საქმიანი ნაკადების ზრდას", - წერია აეროპორტების გაერთიანების პრეს-რელიზში.

ახალი ტერმინალის არქიტექტურული კონცეფცია „ხმალაძე არქიტექტორებმა“ შეიმუშავა, რომელმაც შესაბამის კონკურსში გაიმარჯვა.

ცნობისთვის,

ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტისადმი წარდგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ თელავის აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, 2024 წელსვე უნდა დაწყებულიყო და 2025 წელს დასრულებულიყო. თუმცა 2025 წელი ისე მიილია, ამ მხრივ სიახლე არაფერი ყოფილა. თელავის აეროპორტი პრემიერის წლევანდელ ანგარიშშიც მოხვდა, კერძოდ, ივნისში, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი აეროპორტების მშენებლობები დააანონსა და აღნიშნა, რომ თელავის აეროპორტის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 2028 წლის ბოლომდე დასრულდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, რომ აეროპორტს საერთაშორისო სტატუსიც ექნებოდა, გასულ წელს გაირკვა, რომ აეროპორტების გაერთიანება პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობდა და თელავის აეროპორტი მხოლოდ შიდა რეისებს მიიღებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V გარდაიცვალა

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V გარდაიცვალა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

შავ ზღვაში კომერციული გემი ჩაიძირა | რა ვიცით?

შავ ზღვაში კომერციული გემი ჩაიძირა | რა ვიცით?

BM.GE

შვეიცარიის ახალი ელჩი საქართველოში ფაბიენ ვასერმანია

შვეიცარიის ახალი ელჩი საქართველოში ფაბიენ ვასერმანია

BM.GE