მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები სტიქიის გამო გადაიდო
თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები სტიქიის გამო გადაიდო

თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები სტიქიის გამო გადაიდო

BM.GE12 ივლისი, 2026, 19:05|bm.ge

თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, 13 ივლისს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები არ ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, შეზღუდვა შეეხება როგორც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს (მოედანს), ისე მეორე ეტაპს (ქალაქს).

მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც გამოცდა ამ დღეს ჰქონდათ დაგეგმილი, უწყების წარმომადგენლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და ახალ თარიღს შეუთანხმებენ.

„პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო

BM.GE

სეს-მა სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაცია გამოავლინა

სეს-მა სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაცია გამოავლინა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

BM.GE

ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება - მაია ომიაძე

ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება - მაია ომიაძე

BM.GE