მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Tempo და პრემიუმ უძრავი ქონების ინვესტირების ახალი სტანდარტი
Tempo და პრემიუმ უძრავი ქონების ინვესტირების ახალი სტანდარტი

Tempo და პრემიუმ უძრავი ქონების ინვესტირების ახალი სტანდარტი

BM.GE10 აგვისტო, 2026, 20:14|bm.ge

პრემიუმ უძრავი ქონების ბაზარზე პროექტებს შორის განსხვავებას დღეს მხოლოდ არქიტექტურა, ლოკაცია თუ სერვისები აღარ განსაზღვრავს. როდესაც ხარისხი მაღალი სტანდარტით არის წარმოდგენილი, ინვესტორის არჩევანზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს გადახდის მოქნილი პირობები. სწორედ ამიტომ, ფინანსური მოქნილობა თანამედროვე პრემიუმ დეველოპმენტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობად ჩამოყალიბდა.

დაბალი პირველადი შენატანი და ეტაპობრივად გადანაწილებული გადახდის მოდელი უძრავის ქონების ინვესტირებაში დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, გადაწყვეტილება მიიღონ დღეს, ხოლო კაპიტალი ეფექტურად მართონ პროექტის განვითარების პარალელურად.

სწორედ ამ ტენდენციას პასუხობს Tempo, რომელიც აგვისტოს განმავლობაში, მომხმარებლებს სპეციალურ გადახდის პირობებს სთავაზობს პრემიუმ პროექტებზე - Queen's Residence, Serenade და SENSA.

Tempo-ს განსხვავებული ფინანსური მოდელები

კომპანიის მიდგომა ერთიანი შეთავაზების ნაცვლად სხვადასხვა საინვესტიციო პროფილისთვის განსხვავებული ფინანსური მოდელების შექმნას ეფუძნება. შედეგად, თითოეულ პროექტს საკუთარი გადახდის სტრუქტურა აქვს, რომელიც მის განვითარების ეტაპსა და მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს შეესაბამება.

TEMPO-ს პირველი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი Queen’s Residence, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ერთ-ერთ გამწვანებულ და მშვიდ უბანში, აერთიანებს ორ 16-სართულიან ბლოკს (A და B) და 581 პრემიუმ აპარტამენტს. A ბლოკის მშენებლობა დასრულდა ზუსტად ისე, როგორც დაიგეგმა. სწორედ ამიტომ ის საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც უპირატესობას დასრულებულ პროექტებში ინვესტირებას ანიჭებს. აგვისტოს სპეციალური შეთავაზება მოიცავს:

• 20% პირველადი შენატანი; • დამატებითი 20% მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით; • დარჩენილი 60% - მიმდინარე წლის დეკემბერში.

B ბლოკი გონივრული არჩევანია მათთვის, ვინც პრემიუმ უძრავ ქონებაში შედარებით მცირე საწყისი კაპიტალით გეგმავს შესვლას, გადახდის პირობები მოიცავს:

• 5% პირველადი შენატანი; • 45% ეტაპობრივად განაწილებული გადახდა; • ბოლო ეტაპზე 50%.

მინიმალური საწყისი შენატანი მნიშვნელოვნად ამცირებს ინვესტიციის დაწყების ბარიერს, ხოლო გადახდის ეტაპობრივი სტრუქტურა მეტი ფინანსური მოქნილობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

Serenade by Tempo

ანალოგიური გადახდის მოდელი მოქმედებს ზღვიდან სულ რაღაც 750 მეტრში მდებარე Serenade-ს 16-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსზე, რომელიც Queen’s Residence-ის გვერდით შენდება. შეთავაზების პირობები მოიცავს:

• 5% პირველადი შენატანი; • 45% ეტაპობრივი გადახდა; • დარჩენილი 50% საბოლოო ეტაპზე.

ასეთი მოდელი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც ინვესტიციას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს და კაპიტალის ეტაპობრივ განაწილებას ანიჭებს უპირატესობას.

SENSA

ყველაზე მოქნილი გადახდის პირობები წარმოდგენილია ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მდებარე SENSA-ს პროექტზე, რომლის წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თანხის 50 თვემდე გადანაწილების შესაძლებლობაა, რაც ინვესტორებს კაპიტალის უფრო ეფექტურად მართვისა და ფინანსური დატვირთვის ხანგრძლივ პერიოდზე გადანაწილების საშუალებას აძლევს. აპარტამენტების შეძენა შესაძლებელია ორი განსხვავებული გადახდის მოდელით:

• 10% პირველადი შენატანი; • დარჩენილი თანხის განაწილებას 50 თვის განმავლობაში.

პირველი ხუთი რეზიდენციისთვის ხელმისაწვდომია დამატებითი სპეციალური პირობა:

• 10% პირველადი შენატანი; • 70% გადანაწილებული გადახდა 50 თვის განმავლობაში; • საბოლოო 20%.

TEMPO-ს გუნდისთვის ყველაზე ღირებული რესურსი დროა, სწორედ ამიტომ კომპანია საკუთარ პროექტებს წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ავითარებს და პარალელურად ქმნის ისეთ ფინანსურ პირობებს, რომლებიც ინვესტირების პროცესს უფრო მოქნილს, პროგნოზირებადსა და კომფორტულს ხდის.

თუ გსურთ დეტალურად გაეცნოთ თითოეული პროექტის კონცეფციას, საინვესტიციო პოტენციალსა და აგვისტოს სპეციალურ პირობებს, დაჯავშნეთ ტური. Tempo-ს გაყიდვების მრჩეველი ინდივიდუალურ კონსულტაციას გაგიწევთ და დაგეხმარებათ თქვენზე მორგებული გადაწყვეტილების მიღებაში.

www.tempoholding.ge

0322 03 55 55

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უძრავი ქონების ტოკენიზაციის კრახი: RealToken-ის (RealT) $140-მილიონიანი კოლაფსი

უძრავი ქონების ტოკენიზაციის კრახი: RealToken-ის (RealT) $140-მილიონიანი კოლაფსი

BM.GE

არემჯის საზაფხულო სკოლა წელს პირველად საერთაშორისო სტუდენტებს მასპინძლობს

არემჯის საზაფხულო სკოლა წელს პირველად საერთაშორისო სტუდენტებს მასპინძლობს

BM.GE

საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი

საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი

BM.GE

პროკურორის გამოუცხადებლობის გამო, ლილუაშვილის პროცესი გადაიდო - ადვოკატი მოწმეებთან „ვაჭრობაზე“ საუბრობს

პროკურორის გამოუცხადებლობის გამო, ლილუაშვილის პროცესი გადაიდო - ადვოკატი მოწმეებთან „ვაჭრობაზე“ საუბრობს

BM.GE