მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თემურ უგულავას ხედვა და ღირებულებები ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად - "აჭარა ჯგუფი"
თემურ უგულავას ხედვა და ღირებულებები ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად - "აჭარა ჯგუფი"

თემურ უგულავას ხედვა და ღირებულებები ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად - "აჭარა ჯგუფი"

BM.GE22 ივნისი, 2026, 13:13|bm.ge

თემურ უგულავას ხედვა და ღირებულებები ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად - ამ განცხადებას "აჭარა ჯგუფი" ავრცელებს, სადაც ჯგუფის დამფუძნებლის, ბიზნესმენის თემურ უგულავას საქმიანობისა და მიღწევების შესახებ არის საუბარი. კომპანიაში აცხადებენ, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თემურ უგულავას მემკვიდრეობა შეინარჩუნონ და მისი დაწყებული საქმე გააგრძელონ.

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ის ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა. არსებული ინფორმაციით, "აჭარა ჯგუფის" დამფუძნებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

"ღრმა მწუხარებით გატყობინებთ, რომ აჭარა ჯგუფის დამფუძნებელი, თემურ უგულავა, 56 წლის ასაკში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

თემურის წვლილი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში განსაკუთრებულია. მან შექმნა პროექტები, რომლებმაც არა მხოლოდ ქართული სტუმარმასპინძლობის, არამედ ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სახე შეცვალა.

წლების განმავლობაში "აჭარა ჯგუფის" თითოეული ბრენდის უკან თემურის იდეები, ენთუზიაზმი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იდგა. მისი სურვილი იყო, საქართველოს ჰქონოდა უნიკალური, საინტერესო, ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი სივრცეები, სადაც თითოეული ადამიანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმარი, საკუთარ ადგილს იპოვიდა.

მას გულწრფელად სჯეროდა საქართველოს უნიკალურობის და სურდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა, ადამიანები, ბუნება და შესაძლებლობები. მისი პროექტების დამსახურებით საქართველო ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა და შეიყვარა.

ჩვენი ტკივილი განუზომელია და დღეს გვიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, "აჭარა ჯგუფის" მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მისი მემკვიდრეობა, გავაგრძელოთ მისი დაწყებული საქმე და ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორისაც თავად სჯეროდა.

მისი ხედვა, ღირებულებები და სიყვარული საქართველოს მიმართ ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად", - აცხადებენ "აჭარა ჯგუფში".

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება

GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება

BM.GE

‘’MEP სისტემები - ნომერ პირველი ოქროს ბრენდი გახდა - ‘’იმპოსტი მეპ’’

‘’MEP სისტემები - ნომერ პირველი ოქროს ბრენდი გახდა - ‘’იმპოსტი მეპ’’

BM.GE

Yum Brands-მა Pizza Hut-ი $2.7 მილიარდად გაყიდა

Yum Brands-მა Pizza Hut-ი $2.7 მილიარდად გაყიდა

BM.GE

მინუსები მეტი რომ იყო, სწორედ ამიტომაც არ გაგრძელდა ეს [სოცდაუცველთა დასაქმების] პროგრამა - გიორგი ცაგარეიშვილი

მინუსები მეტი რომ იყო, სწორედ ამიტომაც არ გაგრძელდა ეს [სოცდაუცველთა დასაქმების] პროგრამა - გიორგი ცაგარეიშვილი

BM.GE