მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Tencent-ის შემოსავალი 9%-ით გაიზარდა, თუმცა შედეგები ანალიტიკოსების პროგნოზებს ჩამორჩა
Tencent-ის შემოსავალი 9%-ით გაიზარდა, თუმცა შედეგები ანალიტიკოსების პროგნოზებს ჩამორჩა

Tencent-ის შემოსავალი 9%-ით გაიზარდა, თუმცა შედეგები ანალიტიკოსების პროგნოზებს ჩამორჩა

BM.GE14 მაისი, 2026, 03:25|bm.ge

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Tencent-ის შემოსავალი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 9%-ით გაიზარდა და 196.5 მილიარდი იუანი ($28.9 მლრდ.) შეადგინა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 199 მილიარდ იუანს ჩამორჩა.

როგორც ირკვევა, კომპანიის ფინანსურ შედეგებზე გავლენა სათამაშო ინდუსტრიაში ზრდის ტემპის შენელებამ იქონია. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შიდა ბაზარზე სათამაშო სექტორის შემოსავლები 24%-ით გაიზარდა, ამჯერად მაჩვენებელი მხოლოდ 6%-ით გაიზარდა და 45.4 მილიარდი იუანი ($6.7 მლრდ.) შეადგინა.

პარალელურად, Tencent-ის ფინანსური ტექნოლოგიებისა და ბიზნეს სერვისების მიმართულებამ მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. ამ სეგმენტის შემოსავალმა იანვარ-მარტის პერიოდში 60 მილიარდი იუანი ($8.8 მლრდ.) შეადგინა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბიზნეს სერვისებიდან მიღებული შემოსავლის 20%-იანი მატება ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მა ხუატენი აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილი AI ინსტრუმენტი „ვორქბადი“ ჩინეთში ყველაზე პოპულარული აგენტური სერვისია.

რაც შეეხება სარეკლამო მიმართულებას, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციამ შემოსავლების 20%-იანი მატება გამოიწვია. Morningstar-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, აივან სუმ განმარტა, რომ AI სფეროში განხორციელებულმა ინვესტიციებმა უკვე აშკარა შედეგები მოიტანა. მისივე თქმით, სათამაშო სექტორში დაფიქსირებული შენელება არა მოთხოვნის პრობლემას, არამედ ჩინური ახალი წლის პერიოდის გამო შემოსავლების ასახვის პროცესის გაჭიანურებას უკავშირდება.

კვარტალური შედეგების გამოქვენყების შემდეგ Tencent-ის აქციების ფასი ბირჟაზე 1.18%-ით გაიზარდა. ამჟამად ტექ-გიგანტის ერთი აქცია 461.4 ჰონგ-კონგურ დოლარად ($59.20) იყიდება.

შეგახსენებთ, Tencent-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა. ის ფლობს პოპულარულ საკომუნიკაციო პლატფორმა WeChat-ს და ლიდერ პოზიციებს იკავებს გლობალურ სათამაშო ინდუსტრიაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
  • სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინარუსთავი 2
  • ინფრასტრუქტურული პროექტები და სტიქიის შედეგების აღმოფხვრა - მინისტრები კახეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაციაფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE