მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტენდერებში ფასების ინდექსაცია საწვავის კომპონენტში მოხდება - სამშენებლო კომპანია "დიკა 2010"
ტენდერებში ფასების ინდექსაცია საწვავის კომპონენტში მოხდება - სამშენებლო კომპანია "დიკა 2010"

ტენდერებში ფასების ინდექსაცია საწვავის კომპონენტში მოხდება - სამშენებლო კომპანია "დიკა 2010"

BM.GE15 მაისი, 2026, 13:25|bm.ge

სამშენებლო კომპანია "დიკა 2010"-ის დირექტორის ნათია ხვედელიძის განცხადებით, საწვავის ფასის გაძვირების გამო, სახელმწიფო ტენდერის ღირებულების ინდექსაცია მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საქართველოს მთავრობა ინფრასტრუქტურის მშენებლობის კონტრაქტებში ღირებულების ინდექსაციის კომპონენტის შემოტანას გეგმავს - ამას ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის შესახებაც ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დღეს, სამშენებლო კონტრაქტებში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"დიკა 2010"-ის დირექტორის შეფასებით, ცვლილებები ძალიან ჯანსაღია და კომპანიების გაძლიერებისკენაა მიმართული.

"ის პრობლემები, რა პრობლემებსაც დღემდე კომპანიებს გაგვაჩნდა - დაბალი ფასები, რის გამოც ტენდერებზე შესვლა გვიჭირდა, ეს უკვე გამოსწორდება. მოგვეცემა საშუალება, რომ სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი ხარისხით და ვადაში ჩავაბაროთ სამუშაოები. შესაბამისად, ეს პროცესი, როგორც ბატონმა მინისტრმა თქვა, არ ჩერდება, გადაიხედება და ჩვენი შესრულებული სამუშაოს ღირებულებები საბაზრო ეკონომიკის პირობებს დაეწევა. რაც შეეხება ინდექსაციას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ როდესაც დაიწყო კოვიდი და შემდეგ უკრაინის ომი, სექტორი დაზარალდა. ამ პერიოდში არ იყო ინდექსაცია, შემდეგ ინდექსაცია ერთჯერადად გაკეთდა და გარკვეულ ვადაში გაფორმებულ სულ რამდენიმე კონტრაქტს შეეხო. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები კომპანიებს სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტიას მისცემს, რომ მშვიდად აკეთონ თავიანთი საქმე.

ერთჯერადად ინდექსაცია იქნება მხოლოდ საწვავისთვის, ვინაიდან ირანში ომიდან გამომდინარე, საწვავი ძალიან გაძვირდა და ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნა. თუმცა მზადდება პროექტი, რომელიც ყველა კონტრაქტს შეეხება, იქ რა თქმა უნდა, გაწერილი იქნება გარკვეული დათქმები, რომელ კონტრაქტებს შეეხება. ასეთი კონტრაქტების ღირებულება, სავარაუდოდ, ალბათ 10 მილიონ ლარს ზემოთ იქნება", - განაცხადა ხვედელიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას — შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები — იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

BM.GE

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრთებულთა რაოდენობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრთებულთა რაოდენობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

"კომპანია გაქართულდა და ამან მოგვიტანა უზარმაზარი წინსვლა" - ირაკლი რუხაძე "ჰანიველ ცემენტზე"

"კომპანია გაქართულდა და ამან მოგვიტანა უზარმაზარი წინსვლა" - ირაკლი რუხაძე "ჰანიველ ცემენტზე"

BM.GE

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

BM.GE