მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტენერიფეზე ჰანტავირუსით ინფიცირებული ლაინერიდან მგზავრების ევაკუაცია დაიწყო - მგზავრებს სამშობლოში სპეციალური რეისებით აბრუნებენ
ტენერიფეზე ჰანტავირუსით ინფიცირებული ლაინერიდან მგზავრების ევაკუაცია დაიწყო - მგზავრებს სამშობლოში სპეციალური რეისებით აბრუნებენ

ტენერიფეზე ჰანტავირუსით ინფიცირებული ლაინერიდან მგზავრების ევაკუაცია დაიწყო - მგზავრებს სამშობლოში სპეციალური რეისებით აბრუნებენ

BM.GE10 მაისი, 2026, 16:17|bm.ge

კანარის კუნძულებზე, ტენერიფეს გრანადილიას პორტში, ნიდერლანდების დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი MV Hondius-ი შევიდა, რომლის ბორტზეც ტანჰავირუსის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ესპანეთის ხელისუფლებამ მგზავრების ევაკუაციის პროცესი უკვე დაიწყო.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ევაკუაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და ამ დროისთვის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი უსიმპტომოა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მგზავრები გემბანზე და კაიუტების ფანჯრებთან თეთრი სამედიცინო ნიღბებით გადაადგილდებიან. ევაკუაციის პირველი ეტაპის ფარგლებში, მგზავრები მცირე ჯგუფებად გადაიყვანეს ნაპირზე, სადაც მათ დამცავი ეკიპირებით აღჭურვილი სპეციალისტები დახვდნენ.

ესპანეთის ხელისუფლება მგზავრებს ეროვნების მიხედვით ანაწილებს. მათ ავტობუსებით ადგილობრივ აეროპორტში გადაჰყავთ, საიდანაც ჩარტერული რეისებით საკუთარ ქვეყნებში აბრუნებენ. პირველ ეტაპზე გემიდან ესპანეთის 14 მოქალაქე გადაიყვანეს, შემდეგ კი ნიდერლანდების მიერ ორგანიზებული რეისით გაემგზავრებიან ნიდერლანდელი, ბერძენი და გერმანელი მგზავრები, ასევე ეკიპაჟის ნაწილი.

დაგეგმილია დამატებითი რეისებიც, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიმართულებით. ბოლო საევაკუაციო რეისი ავსტრალიაში ორშაბათს უნდა შესრულდეს.

აეროპორტიდან გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ოპერაციაში ჩართული პერსონალი მგზავრებს სპეციალურ თეთრ დამცავ კოსტიუმებს აცმევს, რის შემდეგაც თვითმფრინავში ასვლამდე სადეზინფექციო პროცედურებს უტარებენ.

MS Hondius გრანადილიის პორტთან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მივიდა, რაც ბორტზე პირველი მგზავრი გარდაიცვალა. ხომალდის ირგვლივ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული — მის გარშემო ერთი საზღვაო მილის რადიუსში უსაფრთხოების ზონა დაწესდა, რომელსაც სამხედრო პოლიციის კატერები აკონტროლებენ.

დღეს დილით, დაახლოებით 07:00 საათზე, სამედიცინო ჯგუფები გემზე ავიდნენ, რათა ბორტზე მყოფი ყველა პირი ვირუსის ნიშნებზე შეემოწმებინათ.

ტენერიფეს ერთ-ერთ საავადმყოფოში მობილიზებულია ინტენსიური თერაპიის სპეციალისტების ჯგუფი იმ შემთხვევისთვის, თუ ევაკუაციის პროცესში ვინმეს მდგომარეობა დამძიმდება. ინფექციური დაავადებების განყოფილებაში სრულად აღჭურვილი იზოლაციის სივრცეც მოამზადეს, მათ შორის — ვენტილატორებითა და ტესტირების სპეციალური აღჭურვილობით.

ტენერიფეში ვითარების დასარეგულირებლად ჯანმოს გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ჩავიდა. მან ადგილობრივებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მინდა მკაფიოდ გესმოდეთ: ეს არ არის მეორე COVID-ი. რისკი მოსახლეობისთვის დაბალია“, - ნათქვამია გებრეიესუსის ღია წერილში.

ჯანმოს ექსპერტების განმარტებით, hantavirus-ი ძირითადად მღრღნელებისგან ვრცელდება და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა უკიდურესად იშვიათია. თუმცა, ვირუსი საკმაოდ საშიშია. მაგალითად, არგენტინაში დაფიქსირებული შტამების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 32%-ს აღწევს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს - შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე

მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს - შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე

BM.GE

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BM.GE

პატრიარქის არჩევის გამო სამების ტაძრის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება - შსს

პატრიარქის არჩევის გამო სამების ტაძრის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება - შსს

BM.GE

"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

BM.GE