მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თერჯოლაში ყველის საწარმოს კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო საქმიანობა შეუჩერდა - სეს
თერჯოლაში ყველის საწარმოს კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო საქმიანობა შეუჩერდა - სეს

თერჯოლაში ყველის საწარმოს კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო საქმიანობა შეუჩერდა - სეს

BM.GE30 აპრილი, 2026, 01:21|bm.ge

თერჯოლაში ყველის საწარმოს კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო საქმიანობა შეუჩერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლაში, სოფელ კვახჭირში მოქმედი ყველის საწარმო შეამოწმეს, სადაც არაერთი დარღვევა გამოვლინდა. კერძოდ, ფიზიკური პირი კ.კ. სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

შემოწმების შედეგად ობიექტზე როგორც კრიტიკული, ისე არაკრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, შესაბამისი აღიარების მიღებასა და რეგისტრაციამდე შეჩერდა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მსგავსი ფაქტების გამოვლენა და არალეგალური საწარმოების კონტროლი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. უწყება ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ და პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე არ აწარმოონ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კონტროლის მიზანი მომხმარებლის ინტერესების დაცვა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფაა. მსგავსი მონიტორინგი, უწყების თქმით, ბაზარზე უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომობისთვის მნიშვნელოვანია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE