მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?
თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE28 აგვისტო, 2026, 03:51|bm.ge

გაყინული თევზის იმპორტი 25%-ით. მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყანაში 33,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9 997 ტონა გაყინული თევზი შემოვიდა, გასულ წელს კი იმპორტმა 26,5 მლნ აშშ დოლარი და 9 878 ტონა შეადგინა. აღნიშნული მონაცემებით ირკვევა, რომ გაზრდილია საიმპორტო ფასიც. კერძოდ, წელს 1 ტონაზე საშუალო ფასმა 3315 დოლარი შეადგინა, გასულ წელს კი 2688 იყო.

როგორც სოფლის მერუნეობის სამინისტრო იტყობინება, წელს გაიზარდა ატლანტიკური ორაგულისებრი თევზის იმპორტი. აღნიშნული პროდუქცია შედარებით მაღალი ღირებულების სეგმენტს მიეკუთვნება და მისი წილის ზრდა მთლიან იმპორტში საშუალო საიმპორტო ფასზეც აისახება.

"საქართველოს თევზის ბაზარი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული საერთაშორისო ბაზრებთან. შესაბამისად, თევზის ფასებზე გავლენას ახდენს გლობალურ ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის დინამიკა, ლოგისტიკური ხარჯები, მომწოდებელ ქვეყნებში არსებული ვითარება და კონკრეტული სახეობების საერთაშორისო ფასები", - წერია სამინისტროს პრეს-რელიზში.

უწყების ცნობით, თევზის ბაზარზე იმპორტის სრულად ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან საქართველოში მოხმარებული თევზის მნიშვნელოვანი ნაწილი საოკეანო წარმოშობისაა. თუმცა, აკვაკულტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ახორციელებს.

"აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების გაფართოებისა და მოდერნიზების, ისე ახალი მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას.

სახელმწიფოს მხარდაჭერა ხელს უწყობს საქართველოში იმ პროდუქციის წარმოების ზრდას, რომლის ადგილობრივად მიღებაც შესაძლებელია", - განმარტავენ უწყებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

რუსული ხორბლის ექსპორტზე ბაჟი 1.4-ჯერ გაიზარდა

რუსული ხორბლის ექსპორტზე ბაჟი 1.4-ჯერ გაიზარდა

BM.GE

მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტი ₾51.7 მლნ-მდე გაზარდა

მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტი ₾51.7 მლნ-მდე გაზარდა

BM.GE