მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 14:53|bm.ge

ხარისხიანი განათლება კარიერის პირველი ნაბიჯია, თუმცა ცოდნის მიღება ყოველთვის არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სასურველი პროგრამა შენს ქალაქში თუ სოფელში არ არის. თიბისის უფასო ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან თანამედროვე ცოდნის მიღების შესაძლებლობას გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერების გარეშე ქმნის - სწორი ადგილია განათლებისთვის.

ამ შესაძლებლობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი თიბისი IT აკადემიაა - უფასო ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, რომელიც მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება. კურსების განმავლობაში მონაწილეები რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ ამოცანებზე მუშაობენ, მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ და ტექნოლოგიურ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარებს ავითარებენ.

გაიცანით თიბისი IT აკადემიის კურსდამთავრებული ლაშა არველაძე - ფოთიდან, რომელიც IT აკადემიის დასრულების შემდეგ თიბისიში დასაქმდა და დღეს მობაილბანკის თამაშზე „საგანძურის მარათონი“ მუშაობს.

„სამწუხაროა რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ფოთს განათლების და გამოცდილების მისაღებად, რაც ვფიქრობ რომ ჩემი ქალაქის მთავარი პრობლემაა. სამომავლოდ მეც ვგეგმავ ისეთი კურსები შევქმნა, რომლებიც ახალგაზრდებს დატოვებს ფოთში, რასაც დღეს IT აკადემია აკეთებს. IT აკადემიაში სახლიდან გაუსვლელად ცოდნისა და გამოცდილების მიღება შეგიძლია. ვფიქრობ, ფოთი არის სწორი ადგილი, სადაც შეგიძლია შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო. მეც ასე მოვიქეცი, როდესაც IT აკადემიაში ჩავირიცხე და დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის თანამშრომელი ვარ“ - ლაშა არველაძე.

თიბისი IT აკადემია 2019 წლიდან მოქმედებს და მის პროგრამებში უკვე 5 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კურსდამთავრებულთაგან დაახლოებით 500 ადამიანი თიბისისა და პარტნიორი კომპანიების ტექნოლოგიურ გუნდებში დასაქმდა.

IT აკადემიასთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისი ტექსკოლას, თიბისი კამპუსსა და სხვა ინიციატივებს, რომლებიც ხარისხიან განათლებაზე წვდომას გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერებისგან ათავისუფლებს.

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები - სწორი ადგილია განათლებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • თამარ იოსელიანი: დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება და ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. ეს არის სწორედ ის ხედვა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიყოთ შეუცვლელი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი შუა დერეფანშიიმედი
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობა აბიტურიენტებს 14 სექტემბრიდან შეეძლებათ - NAEC

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობა აბიტურიენტებს 14 სექტემბრიდან შეეძლებათ - NAEC

BM.GE

ველისციხის რეაბილიტაციის დასასრულებლად ₾28.6-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ველისციხის რეაბილიტაციის დასასრულებლად ₾28.6-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 60-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს - რა ევალებათ?

ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 60-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს - რა ევალებათ?

BM.GE

2026 წლის I ნახევარში FDI 22%-ით შემცირდა | TOP-20 ინვესტორი კომპანია

2026 წლის I ნახევარში FDI 22%-ით შემცირდა | TOP-20 ინვესტორი კომპანია

BM.GE