მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თიბისი" მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
"თიბისი" მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს

"თიბისი" მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს

BM.GE19 მაისი, 2026, 23:50|bm.ge

6 ივლისიდან, "თიბისი" ბანკის საცალო ბიზნესის მიმართულებას სანდრო რთველაძე უხელმძღვანელებს, რომელიც "თიბისი" ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს (ეროვნული ბანკის დასტურის შესაბამისად).

"თიბისის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანდრო რთველაძე გუნდს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილებით უერთდება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისის სტრატეგიულ მიმართულებას - საცალო ბიზნესის მართვას და ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას.

სანდრო "თიბისის" ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ჯგუფი OTP-ს აღმასრულებლის პოზიციიდან შემოუერთდა. დღეს იგი OTP Uzbekistan (Ipoteka Bank) -ის გენერალური დირექტორია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ტოპ-5 ბანკში შედის. სანდროს აქვს მრავალწლიანი წარმატებული კარიერა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოში ის მუშაობდა "ლიბერთი" ბანკში, სადაც ბოლო წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას საცალო ბიზნესის მიმართულებით. შემდეგ მან კარიერა უკვე საერთაშორისო მიმართულებით გააგრძელა და მუშაობდა აფრიკულ ბანკ Bayport-ში, სადაც, ციფრული პროცესების დანერგვით მიაღწია საცალო დაკრედიტების მასშტაბურ ზრდას. აფრიკის შემდეგ, ის შეუერთდა OTP ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მსხვილ საბანკო გაერთიანებას, რომლის მთლიანი აქტივები, 2025 წლის ბოლოს 113.6 მილიარდ ევროს შეადგენდა.

„სანდრო ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მისი საერთაშორისო გამოცდილება უნიკალურია თიბისის მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაში,“ - განაცხადა "თიბისი" ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თხელიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE