
TikTok-ს სამოგზაურო გამოცდილებების აპლიკაციაშივე დაჯავშნის ფუნქცია დაემატა
TikTok-ი, სოციალური მედიისა და ვაჭრობის შემდეგ, მოგზაურობის ინდუსტრიაშიც შედის. ტექნოლოგიურა კომპანიამ ახალი ფუნქცია - TikTok Go დააანონსა, რომელიც აშშ-ში ბაზირებულ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ლოკალური სერვისები, მათ შორის სასტუმროები, ღირსშესანიშნაობები და ტურები, პირდაპირ პლატფორმიდან გაუსვლელად დაჯავშნონ.
ფუნქცია TikTok-ის არსებულ ინსტრუმენტებში, მათ შორის ვიდეოებში, ძიების შედეგბსა და "აღმოჩენების" გვერდზეა ინტეგრირებული. ის ისეთ მსხვილ ტურისტულ პლატფორმებთან პარტნიორობით მუშაობს, როგორებიცაა Booking.com, Expedia, Viator, GetYourGuide, Tiqets და Trip.com.
TikTok GO თავდაპირველად შეერთებულ შტატებში ჩაეშვა, სადაც აპლიკაციას 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს TikTok-ის, როგორც სამოგზაურო შთაგონების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გლობალური პლატფორმის მზარდ როლს. კომპანიის განცხადებით, TikTok GO-ს მეშვეობით სერვისის დასაჯავშნად მომხმარებელი მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს.
„TikTok-ზე ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი აღმოაჩენს, თუ სად შეჭამოს, სად გაჩერდეს და რა გააკეთოს შემდეგ. TikTok GO ამ შთაგონების მომენტს პირდაპირ აკავშირებს შესაბამის ბიზნესებთან, რაც კარგია როგორც კრიეიტორებისთვის, ისე ადგილობრივი ბიზნესებისა და თემებისთვის", — განაცხადა ადამ პრესერმა, TikTok USDS Joint Venture-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ახალი ფუნქცია ასევე ტურისტულ ბიზნესებს ახალი აუდიტორიის მიზიდვაში, ჯავშნების გაზრდასა და იმ აუდიტორიასთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაში დაეხმარება, რომლებსაც ისინი ემსახურებიან.
კრიეიტორებისთვის TikTok GO სამოგზაურო ისტორიების მოყოლას შემოსავლის წყაროდ აქცევს. მათ, ვინც სასტუმროებს, ღირსშესანიშნაობებსა და ლოკალურ გამოცდილებებს აჩვენებს, ახლა შეუძლიათ კონტენტი დასაჯავშნ განცხადებებთან პირდაპირ დააკავშირონ. ეს მათ აპლიკაციის შიგნით საკომისიოზე დაფუძნებული შემოსავლისა და ფასიანი კამპანიების შესაძლებლობებს უხსნის.