მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Top Gear 4 წლიანი პაუზის შემდეგ BBC-ზე ბრუნდება
Top Gear 4 წლიანი პაუზის შემდეგ BBC-ზე ბრუნდება

Top Gear 4 წლიანი პაუზის შემდეგ BBC-ზე ბრუნდება

BM.GE16 მაისი, 2026, 04:05|bm.ge

პოპულარული საავტომობილო შოუ Top Gear შესაძლოა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ეთერში დაბრუნდეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, BBC უკვე მუშაობს პროგრამის განახლებულ ვერსიაზე და ახალი წამყვანების შერჩევის პროცესიც დაწყებულია.

გავრცელებული ცნობებით, არხი ეძებს შემცვლელებს ყოფილი წამყვანებისთვის ენდრიუ ფლინტოფის, პედი მაკგინესის და ქრის ჰარისისთვის.

შოუს გადაღებები 2022 წლის დეკემბერში შეჩერდა მას შემდეგ, რაც ფლინტოფი გადაღებების დროს მძიმე ავარიაში მოყვა. ინციდენტმა მას სერიოზული დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც BBC-მ გადაცემა დროებით დახურა.

თუმცა, გამოცემა The Sun წერს, რომ BBC Studios უკვე აქტიურად მუშაობს შოუს რებუთზე და მისი დაბრუნება შესაძლოა უკვე მომავალ წელს მოხდეს.

შოუს შესაძლო დაბრუნება ემთხვევა The Grand Tour-ის განახლებასაც, რომელიც Prime Video-ზე ახალი წამყვანებით დაბრუნდა. პროექტში მონაწილეობენ ცნობილი კონტენტ-კრეატორი ფრენცის ბურგეოსი ასევე ჯეიმს ენგელსმანი და ტომას ჰოლანდი.

ახალი „Top Gear“ შოუს ისტორიაში უკვე მესამე დიდი რეინკარნაცია იქნება. გადაცემა პირველად 1977 წელს გავიდა ეთერში და მოგვიანებით მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა ლეგენდარული ტრიოს — ჯერემი კლარკსონის, რიჩარდ ჰამონდისა და ჯეიმს მეის ეპოქაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE