მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრანზიტი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ გერმანიამ ღირებულებები კონტეინერების გადაზიდვაში გაცვალოს - ფიშერი
ტრანზიტი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ გერმანიამ ღირებულებები კონტეინერების გადაზიდვაში გაცვალოს - ფიშერი

ტრანზიტი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ გერმანიამ ღირებულებები კონტეინერების გადაზიდვაში გაცვალოს - ფიშერი

BM.GE22 მაისი, 2026, 16:10|bm.ge

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი "ბათუმელებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზა მნიშვნელოვანია, თუმცა არა იმდენად რომ გერმანიამ საკუთარი "ღირებულებები რამდენიმე კილომეტრ ავტომაგისტრალზე ან რამდენიმე კონტეინერის გადაზიდვაზე" გაცვალოს.

ასე უპასუხა ელჩმა კითხვას, დახუჭავს თუ არა თვალს ევროკავშირი მთავრობის ზოგიერთ ქმედებაზე, რადგან საქართველო მისი სატრანზიტო მდებარეობისა და „დაკავშირებადობის“ გამო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია.

"ევროკავშირში 27 სახელმწიფოა და ყველას სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ისინი თვალს დახუჭავენ. გერმანია ამას ნამდვილად არ გააკეთებს. ადამიანის უფლებები არსებითია. ჩვენ, ისევე როგორც საქართველო, შებოჭილი ვართ საერთაშორისო შეთანხმებებით: გაეროს ადამიანის უფლებათა კონვენციით, ევროპული კონვენციით. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ვალდებულება, დავიცვათ ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში.

გერმანიას ამის ვალდებულება საკუთარი ისტორიიდან გამომდინარეც აქვს – ჩვენ თავად ვიყავით ადამიანის უფლებების უხეში დამრღვევები და ხალხი გერმანიიდან სწორედ თავშესაფრის საძიებლად გარბოდა. ასე რომ, პასუხია – არა. ტრანზიტი და კავშირები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ გერმანიამ ღირებულებები რამდენიმე კილომეტრ ავტომაგისტრალზე ან რამდენიმე კონტეინერის გადაზიდვაზე გაცვალოს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი ინტერესები მაშინ არის საუკეთესოდ დაცული, როცა ჩვენი ღირებულებები სრულდება.

ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლება და ადამიანის უფლებები კარგია ეკონომიკისთვის, ბიზნესისა და განვითარებისთვის. გერმანულ კომპანიებს არ უყვართ ავტორიტარულ ქვეყნებში ინვესტირება", - აცხადებს ფიშერი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE