მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრანზიტულმა ტვირთებმა საქართველოში დამატებითი მომსახურება უნდა მიიღონ - დავით ფაღავა
ტრანზიტულმა ტვირთებმა საქართველოში დამატებითი მომსახურება უნდა მიიღონ - დავით ფაღავა

ტრანზიტულმა ტვირთებმა საქართველოში დამატებითი მომსახურება უნდა მიიღონ - დავით ფაღავა

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 02:00|bm.ge

BDO საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების მენეჯერი დავით ფაღავა ამბობს, რომ საქართველო შუა დერეფანში მხოლოდ ტრანზიტული როლით არ უნდა იყოს წარმოდგენილი და ლოჯისტიკურ-სასაწყობო ჰაბად უნდა იქცეს. მან ამის შესახებ BMG-სთან შავი ზღვის ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორმა საქართველოში განავითაროს თანამედროვე სასაწყობე მეურნეობები, რაც საშუალებას მისცემს მომწოდებლებს, სპეციფიკური ტვირთები წინასწარ დაასაწყობონ საქართველოში, რათა ევროპელი მყიდველის მოთხოვნისთანავე ტვირთი ბევრად სწრაფად და შეუფერხებლად მიეწოდოს, ვიდრე ჩინეთიდან პირდაპირი ტრანსპორტირებისას.

"დღესდღეობით ძალიან გააქტიურებულია კორიდორში ტვირთების ბრუნვა და საჭიროება იმისა, რომ დამატებითი სერვისები იქნეს შეთავაზებული ტვირთისთვის, რომელიც მიემართება, მაგალითად, ჩინეთიდან ევროკავშირის მიმართულებით და საქართველო გახდეს ისეთი ლოკაცია, სადაც ეს ტვირთები არა მხოლოდ ტრანზიტული სახით გაივლის, არამედ გაჩერდება და მიიღებს დამატებით მომსახურებას, შექმნის დამატებით ღირებულებას ქვეყანაში.

მაგალითად, სპეციფიკური ტვირთები, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მყიდველისთვის, მაგალითად ევროკავშირში არსებული ქვეყნებისთვის, შეკვეთის არსებობის შემთხვევაში დროულად იქნეს მიწოდებული და არ შეფერხდეს გზაში. შუა კორიდორი, რა თქმა უნდა, არის მულტიმოდალური გზა, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ტიპის წინაღობის, მრავალი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა უწევს, მაგალითად, ჩინეთიდან მომავალ ტვირთს, რომ მივიდეს ევროკავშირის ქვეყნამდე. მათ შორის მნიშვნელოვანი შეფერხება არის ხოლმე კასპიის ზღვაზე, როცა უამინდობა არის და შეიძლება კვირების განმავლობაშიც გაგრძელდეს. შესაბამისად, საქართველოში წინასწარ, მაგალითად, არსებული ისეთი სასაწყობო მეურნეობები, რომელიც დაასაწყობებს მნიშვნელოვან ტვირთს - მაგალითად ვგულისხმობ ინდუსტრიული დანადგარების ნაწილებს, ან შეიძლება იყოს ელექტრო ან მზის პანელების ნაწილები - რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ როცა საჭიროება გაჩნდება ინდუსტრიაში, დროულად იქნეს მიწოდებული და არ მოხდეს მათი დაგვიანება მიწოდებაში. ასეთი ტიპის ტვირთებისთვის, რომლისთვისაც ეს მოქნილობა, დროული მიწოდება მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნის, ვფიქრობთ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რომ ეს ნიშა დაიკავოს და საქართველოში დასაწყობდეს, მოემსახუროს ისეთ ტვირთებს, რომელიც შემდეგ მოთხოვნის შემთხვევაში უფრო დროულად მიეწოდება, ვთქვათ, ევროკავშირის ქვეყნებს, ვიდრე ჩინეთიდან მოხდება მისი ტრანსპორტირება. ჩვენი, როგორც ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიის რეკომენდაცია და კონკრეტული, ფოკუსი დღეს გაკეთდა ისეთ მიდგომაზე ინვესტიციის კუთხით, რომელიც პირველ რიგში დააიდენტიფიცირებს ისეთ სპეციფიკურ ტვირთებს, რომლისთვისაც შეიძლება საქართველოს ლოკაცია გახდეს მომხიბვლელი, ვთქვათ, ევროპის ბაზრისთვის, იმიტომ, რომ ყველა ტიპის ტვირთისთვის ეს ვერ იქნება",- ამბობს დავით ფაღავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"როდესაც კვლევა დასრულდება, პროექტის მხარდაჭერის გზებს შევისწავლით" - EBRD წყალქვეშა კაბელებზე

"როდესაც კვლევა დასრულდება, პროექტის მხარდაჭერის გზებს შევისწავლით" - EBRD წყალქვეშა კაბელებზე

BM.GE

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

BM.GE

საქართველოდან ღვინის ექსპორტი $214.5 მლნ-მდე შემცირდა - მთავარი ბაზრები

საქართველოდან ღვინის ექსპორტი $214.5 მლნ-მდე შემცირდა - მთავარი ბაზრები

BM.GE

ტრანზიტულმა ტვირთებმა საქართველოში დამატებითი მომსახურება უნდა მიიღონ - დავით ფაღავა

ტრანზიტულმა ტვირთებმა საქართველოში დამატებითი მომსახურება უნდა მიიღონ - დავით ფაღავა

BM.GE