მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წარმადობის 50%-მდე ზრდა და რებრენდინგი - რა გეგმები აქვს ბერძნული იოგურტის მწარმოებელ "ნამიერს"?
წარმადობის 50%-მდე ზრდა და რებრენდინგი - რა გეგმები აქვს ბერძნული იოგურტის მწარმოებელ "ნამიერს"?

წარმადობის 50%-მდე ზრდა და რებრენდინგი - რა გეგმები აქვს ბერძნული იოგურტის მწარმოებელ "ნამიერს"?

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 14:00|bm.ge

ბერძნული იოგურტის მწარმოებელი ქართული კომპანია „ნამიერი“ წარმოების გაფართოებას და ქსელურ მარკეტებში შესვლას გეგმავს. კომპანია, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ხუთი თვის წინ გამოჩნდა, ამ ეტაპზე პროდუქციას დიღომში მდებარე საწარმოში აწარმოებს.

როგორც „ნამიერის“ დამფუძნებელი ნატალია ჯარიაშვილი BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, იოგურტის დასამზადებლად კომპანია ადგილობრივი ფერმერებისგან მიღებულ ქართულ ნატურალურ რძეს იყენებს. მისივე ინფორმაციით, პროდუქტი დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე მზადდება, არ შეიცავს შაქარს და მაღალი ცილის შემცველობით გამოირჩევა.

"წარმოება გვაქვს დიღომში და ვაპირებთ, რომ მალე გავფართოვდეთ და შევიდეთ ქსელურ მარკეტებში. ვფართოვდებით როგორც ინფრასტრუქტურის, ისე წარმადობისა და ახალი პროდუქტების კუთხით. გვაქვს ახალი ბრენდინგი და ვფიქრობთ, რომ ახალი პროდუქტითა და ახალი შეფუთვით შევიდეთ უკვე ქსელში", - აცხადებს ნატალი ჯარიაშვილი.

მისივე თქმით, კომპანიის გაფართოების გეგმა ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საწარმოს სიმძლავრის 50%-მდე გაზრდა იგეგმება, შემდეგ კი, ერთი წლის პერიოდში, კომპანიას წარმოების კიდევ 50-70%-ით გაფართოება სურს.

"საწარმოს გაფართოება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, რომ ამ პერიოდში წარმადობა 30-50%-ით გავზარდოთ, ხოლო შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, კიდევ 50-70%-იანი ზრდა მივიღოთ, რათა პროდუქციის მიწოდება საქართველოს ყველა რეგიონში შევძლოთ“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

თავდაპირველად, საწარმოს ასამოქმედებლად საჭირო ფინანსური რესურსი სრულად დამფუძნებლების პირადი ინვესტიცია იყო. კომპანიის დამფუძნებელი საინვესტიციო თანხის ზუსტი ოდენობის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ განვითარებაც საკუთარი სახსრებით გრძელდება. "ნამიერში" ამ ეტაპზე დაახლოებით 10 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სამომავლო გეგმებში პროდუქციის საქართველოს რეგიონებში უფრო ფართოდ გავრცელებაც შედის.

რაც შეეხება სარეალიზაციო არხებს, კომპანიის პროდუქციის შეძენა ამჟამად ონლაინ, აგროჰაბში და თბილისის მასშტაბით რამდენიმე მცირე სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი.

„ჩვენ თვითონ ვართ იოგურტის მომხმარებლები, აქედან გამომდინარე წამოვიდა იდეა, რომ დაგვეარსებინა და შეგვექმნა ქართული პროდუქტი - მაღალცილოვანი და დაბალცხიმიანი. საკმაოდ კარგი მოთხოვნა აქვს. ქართველმა მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო ჩვენი პროდუქტი და ძალიან გვიხარია ეს ფაქტი“, - ამბობს ნატალი ჯარიაშვილი.

კომპანია უცხოურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობასაც განიხილავს და ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

,,ეკოსისტემა თქვენს სივრცეში“ - ახალი ეტაპი ,,ბიომი ჰოლდინგის“ ბრენდის ისტორიაში

,,ეკოსისტემა თქვენს სივრცეში“ - ახალი ეტაპი ,,ბიომი ჰოლდინგის“ ბრენდის ისტორიაში

BM.GE

გაყიდვები წლიურად დაახლოებით 20-30%-ით იზრდება - "პომონა"

გაყიდვები წლიურად დაახლოებით 20-30%-ით იზრდება - "პომონა"

BM.GE

„ენგურის ატრაქციას“ 8 თვეში 44 722 ვიზიტორი ეწვია - რა ეფექტი ჰქონდა ზიპლაინის ამოქმედებას?

„ენგურის ატრაქციას“ 8 თვეში 44 722 ვიზიტორი ეწვია - რა ეფექტი ჰქონდა ზიპლაინის ამოქმედებას?

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE