მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს
წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

BM.GE26 მაისი, 2026, 22:36|bm.ge

განათლების სამინისტრო ამჯერად გაზრდილი ფასით ითხოვს სასკოლო ფორმების შეძენას.

კერძოდ, სამინისტროს შპს ,,საგანმანათლებლო რესურსები'' ჯამში 45 658 840 ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვს თანხმობას და წინა შესყიდვის გახმობის მიზეზად შერჩეულ კომპანიას ასახელებს, რომელმაც მათი ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა.

"შპს ,,საგანმანათლებლო რესურსებმა'' სასკოლო ფორმების შესყიდვისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებაზე დავალება მიიღო 2026 წლის 1 აპრილს, რის შემდგომაც დაუყოვნებლივ, 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა ბაზრის კვლევა და მისი შედეგების გათვალისწინებით, 2026 წლის 29 აპრილს წარდგენილი იქნა შუამდგომლობა [გამარტივებულ შესყიდვაზე], თუმცა 2026 წლის 14 მაისს, კომპანიამ რომლის ფასის გათვალისწინებითაც იქნა წარდგენილი მიმართვა, უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე. შესაბამისად, გამოხმობილი იქნა მიმართვა [გამარტივებულ შესყიდვაზე]. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი", - ნათქვამია შესყიდვების სამინისტროზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

წინა გამარტივებულ შესყიდვაში სამინისტრო იგივე მომსახურებაში 44.9 მლნ ლარის გადახდას აპირებდა.

2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის შესაკერი ერთეულების რაოდენობა ჯამში 1 801 000-ია.

"სავარაუდო ღირებულების დასადგენად, 2026 წლის 20 მაისს გამოცხადდა ბაზრის კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებით, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 45 658 840 ლარით.

2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მიწოდების ვადა განსაზღვრულია სამ ეტაპად: I ეტაპი - 301 000 ცალი - 2026 წლის 15 ივნისიდან (შესაბამისი მთავრობის განკარგულების მიღებიდან) 2026 წლის 25 აგვისტომდე; II ეტაპი - 600 000 ცალი - 2026 წლის 15 ოქტომბრამდე; III ეტაპი - 900 000 ცალი - 2026 წლის 30 ნოემბრამდე", - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

შესყიდვების სააგენტოზე ატვირთულ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული ვისთან აპირებს უწყება გამარტივებული წესით ხელშეკრულების დადებას

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ითხოვს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ხალხის პასუხი პარტიებს, რომლის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასაც მმართველი გუნდი საფუძვლიანად ითხოვს - მმართველი გუნდის პოზიცია 25 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • სპეცრაზმელების საქმე - მოკლული ბიჭის დედა ერთ-ერთი დაკავებულის შეყვარებულის დასჯას ითხოვსტვ პირველი
  • პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვსფორმულა
  • სააკაშვილი ითხოვს, დაასწრონ ოპოზიციის აკრძალვის საქმესნეტგაზეთი
ითხოვს →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE