მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს 14-15%-ის ფარგლებში ველოდებით საბანკო დაკრედიტების ზრდას - დავით უტიაშვილი
წელს 14-15%-ის ფარგლებში ველოდებით საბანკო დაკრედიტების ზრდას - დავით უტიაშვილი

წელს 14-15%-ის ფარგლებში ველოდებით საბანკო დაკრედიტების ზრდას - დავით უტიაშვილი

BM.GE16 მაისი, 2026, 20:09|bm.ge

ეროვნულ ბანკში ელიან, რომ მიმდინარე წელს დაკრედიტების ზრდის ტემპი 14-15%-ის ფარგლებში იქნება.

როგორც BMG-სთან სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, მაღალი ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის პირობებში, შესაძლოა, ბანკების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი უფრო მაღალიც იყოს.

ამასთან, დავით უტიაშვილის თქმით, საყურადღებოა ანაბრების ზრდის დინამიკა, რომელიც ამ ეტაპზე სესხების ზრდის ტემპს უსწრებს.

“სხვა თანაბარ პირობებში, გრძელვადიან პერიოდში, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ბაზარზე დაკრედიტების ტემპი 13-14% უნდა იყოს, ესაა მდგრადი დონე. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც არის შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, მარტში 10.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ცხადია, ამან შესაძლოა, დააჩქაროს საკრედიტო აქტივობა. თუმცა ვფიქრობთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, დაახლოებით 14-15%-ის ფარგლებში არის წელს საკრედიტო აქტივობა მოსალოდნელი.

ასევე საინტერესო დინამიკა გვაქვს ანაბრებში, რომელიც დაახლოებით 18%-ით იზრდება მიმდინარე პერიოდში, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, როდესაც ანაბრებში ასეთი ზრდა გვაქვს. ცხადია, ესეც ეხმარება, როგორც საკრედიტო აქტივობას, ასევე ეკონომიკურ ზრდას და აქ საინტერესო დინამიკა გვაქვს”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში ბანკებში საკრედიტო აქტივობა შედარებით დაჩქარდა და მარტის მდგომარეობით 15%-ს მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE