მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, 5 თვეში გაყიდვები 220%-ით შემცირდა - STEP INN
წელს, 5 თვეში გაყიდვები 220%-ით შემცირდა - STEP INN

წელს, 5 თვეში გაყიდვები 220%-ით შემცირდა - STEP INN

BM.GE1 ივლისი, 2026, 23:41|bm.ge

ყაზბეგში მდებარე სასტუმრო STEP INN-ის დამფუძნებლის, ანი ალიბეგაშვილის განცხადებით, 2026 წლის პირველ ხუთ თვეში სასტუმროს გაყიდვები გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 220%-ით შემცირდა.

როგორც ის BM.GE-სთან განმარტავს, მკვეთრი კლების მთავარი მიზეზი უამინდობა და ყაზბეგის მიმართულებით გზის ხშირი ჩაკეტვა იყო, რამაც წინასწარი ჯავშნების მასობრივი გაუქმება და სტუმრების რეგიონში ვერ ჩასვლა გამოიწვია.

"წლევანდელი წელი ყაზბეგისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა. ზამთარში რეგიონში დატვირთულობა დაახლოებით 20-22% იყო. გაზაფხულზეც იგივე სურათი მივიღეთ. გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 220%-ით იყო შემცირებული. ამის მიზეზი ხშირი თოვა და გზების ჩაკეტვა იყო. მაგალითად, აპრილში 13 დღის განმავლობაში რეგიონში მოძრაობა საერთოდ არ იყო, რის გამოც სტუმრები ვერ ჩამოდიოდნენ და უკვე გაკეთებული ჯავშნებიც უქმდებოდა", - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, მისი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და რეგიონში ტურისტული ნაკადი თანდათან იზრდება. "ბოლო ორი კვირაა, რაც მიმოსვლა უფრო გააქტიურდა და ჯავშნებიც აქტიურად შემოდის", - ამბობს ის.

როგორც სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, სექტემბრის ბოლომდე სასტუმროს ნომრების დაახლოებით 60% უკვე წინასწარ არის დაჯავშნილი, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ინდივიდუალური ვიზიტორების ნაცვლად, მოთხოვნას ძირითადად ტურისტული კომპანიების ჯგუფური ჯავშნები ქმნის.

ალიბეგაშვილის თქმით, მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით შემცირდა ვიზიტორთა რაოდენობა ისრაელიდან, რაც სასტუმროს დატვირთვაზე მნიშვნელოვნად აისახა : "შარშან ჩვენი სასტუმროს დატვირთულობის დაახლოებით 60% ისრაელის ბაზარზე მოდიოდა, წელს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25%-მდეა შემცირებული. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც დატვირთულობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა", - ამბობს ის.

მისივე ინფორმაციით, რუსეთიდან ვიზიტორების წილი დაახლოებით 15%-ის ფარგლებში სტაბილურად ნარჩუნდება, თუმცა მათი რაოდენობის ან გადახდისუნარიანობის ზრდა არ შეინიშნება. ამასთან, გაიზარდა ქართველი დამსვენებლების წილი და გააქტიურდა ევროპული ბაზარი. "ინგლისიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან სტუმრების რაოდენობა გაიზარდა, რაც მისასალმებელია", – აღნიშნავს ალიბეგაშვილი.

ბიზნესის განვითარების გეგმებზე საუბრისას STEP INN-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ არსებული არაპროგნოზირებადი გარემოს გამო ახალი ინვესტიციების განხორციელებას არ გეგმავენ.

"ასეთ პირობებში განვითარებასა და ახალი ინვესტიციების ჩადებაზე საუბარი ძალიან რთულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, თანამშრომლები შევინარჩუნოთ და მომსახურების ხარისხი არ დავკარგოთ", – აცხადებს ის.

ამჟამად სასტუმროში 17 ადამიანი არის დასაქმებული და დამატებითი ვაკანსიებიც აქვთ. ალიბეგაშვილის თქმით, თუ წინა წლებში მთავარი პრობლემა კადრების დეფიციტი იყო, ახლა დასაქმების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ნაწილობრივ რეგიონში ზოგიერთი სასტუმროს საქმიანობის შეჩერებას უკავშირებს.

რაც შეეხება ფასებს, STEP INN-ს მიმდინარე სეზონზე განთავსების ტარიფი არ გაუზრდია. ორადგილიანი ნომრის ღირებულება, დღგ-ისა და საუზმის ჩათვლით, 280-დან 450 ლარამდე მერყეობს.

ინფორმაციისთვის, ყაზბეგში მდებარე სასტუმრო STEP INN, 2023 წელს 2 მლნ ევროს უცხოური ინვესტიციით აშენდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Apple-ის მომწოდებელი კომპანია ჰონგ-კონგში წლის უმსხვილეს IPO-ს გეგმავს

Apple-ის მომწოდებელი კომპანია ჰონგ-კონგში წლის უმსხვილეს IPO-ს გეგმავს

BM.GE

ვინ არის ვადიმ იერმოლაევი - უკრაინელი ოლიგარქი, რომლის აფეთქებაც გუშინ მონაკოში სცადეს?

ვინ არის ვადიმ იერმოლაევი - უკრაინელი ოლიგარქი, რომლის აფეთქებაც გუშინ მონაკოში სცადეს?

BM.GE

რა მოლოდინებია სესხების საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებაში - საბანკო ასოციაციის შეფასება

რა მოლოდინებია სესხების საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებაში - საბანკო ასოციაციის შეფასება

BM.GE

როგორ შეხვდა ბაზარი დოჰაში აშშ-ირანის მოლაპარაკებების ჩაშლას?

როგორ შეხვდა ბაზარი დოჰაში აშშ-ირანის მოლაპარაკებების ჩაშლას?

BM.GE