
წელს 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $3.8 მლრდ მიიღო | ზრდა 4%-ია
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა.
უშუალოდ მესამე კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან 1.86 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 16.6%-ით განისაზღვრა და 310.2 მილიონ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 30%-ია.
სტატისტიკის მიხედვით, III კვარტალში გაზრდილია რუსეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 32.3%, 24.8%, 18.6% და 52.5%-ით და შესაბამისად, $334.2 მლნ-ს, $234.9 მლნ-ს, $78.8 მლნ-ს და 68.4 მლნ დოლარს უტოლდება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ირანიდან და საუდის არაბეთიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 21.3%-ით, და 31.9%-ით შემცირდა შესაბამისად, $33.8 მილიონ და 58.5 მლნ დოლარამდე.
საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მესამე კვარტალში ასე ნაწილდება:
• რუსეთი - 334.2 მლნ დოლარი; • ევროკავშირი - 310.2 მლნ დოლარი; • ისრაელი - 234.9 მლნ დოლარი; • თურქეთი - 173.2 მლნ დოლარი; • აზერბაიჯანი - 78.8 მლნ დოლარი; • უკრაინა - 68.4 მლნ დოლარი; • სომხეთი - 66.4 მლნ დოლარი; • საუდის არაბეთი - 58.5 მლნ დოლარი; • ბელარუსი - 44.4 მლნ დოლარი; • ირანი - 33.8 მლნ დოლარი;
BM.GE
წყარო: bm.ge