მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, ვაკეში 99 ლიფტის განახლება დაფინანსდა, გამგეობას ₾4,3 მლნ აქვს გათვალისწინებული|მერია
წელს, ვაკეში 99 ლიფტის განახლება დაფინანსდა, გამგეობას ₾4,3 მლნ აქვს გათვალისწინებული|მერია

წელს, ვაკეში 99 ლიფტის განახლება დაფინანსდა, გამგეობას ₾4,3 მლნ აქვს გათვალისწინებული|მერია

BM.GE7 მაისი, 2026, 19:12|bm.ge

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ვაკეში მიმდინარე წლის დასაწყისიდან 99 ლიფტის განახლება დაფინანსდა. აღნიშნულისთვის ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში, დაახლოებით, 4 306 000 ლარია გათვალისწინებული.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამჯერად წყნეთის ქუჩის N1-სა და ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25-ში ამორტიზებული ხუთი ლიფტი განახლდა.

სამუშაოები წყნეთის ქ. N1-ში ორ სადარბაზოში, ხოლო ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25-ში სამ სადარბაზოში ჩატარდა. პროექტების საერთო ღირებულებამ, დაახლოებით, 181 000 ლარი შეადგინა.

კანონმდებლობის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის შესაბამისად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და კორპუსის საერთო საჭიროებებს ხმარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მერია

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • გარემოვაჭრის მტკიებით, მერიის თანამშრომელმა ქუჩის ქალი ეძახატვ პირველი
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო: "სითი მოლის" მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდარუსთავი 2
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
მერია →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE