მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, ჰაერის მონიტორინგის ქსელი ფართოვდება - სად განთავსდება დამატებით 10 სადგური?
წელს, ჰაერის მონიტორინგის ქსელი ფართოვდება - სად განთავსდება დამატებით 10 სადგური?

წელს, ჰაერის მონიტორინგის ქსელი ფართოვდება - სად განთავსდება დამატებით 10 სადგური?

BM.GE14 მაისი, 2026, 20:54|bm.ge

გარემოს ეროვნული სააგენტო 2026 წელს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის არსებული ქსელის გაფართოებას გეგმავს, რაც დონორული მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.

უწყების მიერ მომზადებული 2025 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს მასშტაბით არსებულ ჰაერის 15 მონიტორინგის სადგურს კიდევ 10 დაემატება.

„10 ავტომატური სადგურის განთავსება შემდეგ ქალაქებში: ფოთში (ფონური), ოზურგეთში (ფონური), ზესტაფონში (სამრეწველო და ფონური), თაზაქენდში (სამრეწველო), გორში (საგზაო მოძრაობაზე ორიენტირებული), ბოლნისში (ფონური), სიღნაღში (ფონური), ჭიათურასა (ფონური) და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში (ფონური).

2025 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნული ლოკაციების სააგენტოსთვის გადმოცემის და კომუნიკაციების (ელ. ენერგია, ინტერნეტი) მოწყობის სამუშაოები. დამატებითი სადგურების განთავსება 2026 წლის ზაფხულში დასრულდება. შედეგად, ქვეყანას 25 სტაციონარული და 3 მობილური სადგურისგან შემდგარი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი ექნება“ - წერია ანგარიშში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქსელის გაფართოების გარდა, უწყება კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე 32 ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორულ გაზომვებს ოთხ ეტაპად ატარებს, რომლის დროსაც ისაზღვრება ბენზოლის, აზოტის დიოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციები. ეს ქალაქებია თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზესტაფონი, თელავი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე, ფოთი, სამტრედია, ხაშური, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, მცხეთა, ჭიათურა, ლანჩხუთი, საჩხერე. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურები ტყიბული, ლენტეხი, მარნეული, ბოლნისი, სიღნაღი, ყაზბეგი, ქობულეთი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ახალქალაქი, გარდაბანი, ურეკი, ხობი. 2026 წელს კი ინდიკატორული გაზომვები დამატებით კიდევ 1 ქალაქში ჩატარდება.

ანგარიშის მიხედვით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 15 სტაციონარული და 3 მობილური სადგურის საშუალებით ხდება. ქსელი მოიცავს, როგორც ქალაქის ურბანულ ფონურ, ტრანსპორტზე ორიენტირებულ და ასევე არაურბანულ ფონურ სადგურებს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ავტომატური სადგურების საშუალებით ხორციელდება თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტომატური სადგურების საშუალებით, რომლებიც ახორციელებენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის 24-საათიან მონიტორინგს.

მიღებული მონაცემები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მნიშვნელოვანი ფაქტები FED-ის გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ

მნიშვნელოვანი ფაქტები FED-ის გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ

BM.GE

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

BM.GE

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE