მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, ხილი და ბოსტნეული გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - ვახტანგ ბეჟიტაშვილი
წელს, ხილი და ბოსტნეული გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

წელს, ხილი და ბოსტნეული გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

BM.GE1 მაისი, 2026, 00:31|bm.ge

მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო სეზონის დადგომასთან ერთად ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასების სეზონური კლების ტენდენცია უკვე დაწყებულია, პროდუქტი შარშანდელთან შედარებით მაინც ძვირი დარჩება - ამის შესახებ BMG-სთან „ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე საუბრობს.

მისი თქმით, საგაზაფხულო პერიოდის დასრულება და საზაფხულო სეზონზე გადასვლა ავტომატურად აისახება ბაზარზე - ღია გრუნტის მოსავლის გამოჩენა პროდუქციის რაოდენობას ზრდის, რაც ფასების დასტაბილურებასა და შემცირებას იწვევს.

„ფასთა კლება უკვე დაწყებულია საზაფხულო სეზონის შემოსვლასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ფასები შარშანდელ ნიშნულს დაუბრუნდება - წელს პროდუქცია გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში,“ - აღნიშნავს ბეჟიტაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, წელს განსაკუთრებით მაღალი ფასი დაფიქსირდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, როგორიცაა კიტრი და პომიდორი.

„გაძვირებაზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს. მათ შორის, საწვავის და სარწყავი წყლის გაძვირება, ელექტროენერგიაც და სხვა ენერგომატარებლებიც. ეს მაღალი ფასები ენერგომატარებლებზე უახლოეს მომავალში თავისთავად საბოლოო ფასზეც აისახება. ფერმერი, რომელიც ყველა კომპონენტში იხდის მაღალ ფასს, ის ფიზიკურად ვერ შეძლებს დაბალ ფასად პროდუქციის გაყიდვას“ - განმარტავს ბეჟიტაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE