მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული ₾213 049 ჩამოეწერათ - სემეკი
წელს მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული ₾213 049 ჩამოეწერათ - სემეკი

წელს მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული ₾213 049 ჩამოეწერათ - სემეკი

BM.GE17 ივლისი, 2026, 16:45|bm.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წელს მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 213 049 ლარი ჩამოაწერა.

სემეკის ინფორმაციით, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში - 83 456 ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორში - 29 310 ლარი, ხოლო წყალმომარაგების სექტორში - 100 281 ლარი.

მომხმარებლებს თანხები ჩამოეწერათ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტში შესული წერილობითი მიმართვების შესწავლის შედეგად, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს.

"სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე. სემეკისთვის განცხადებებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით",- აღნიშნავენ კომისიაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა თანხას მიიღებენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტები?

რა თანხას მიიღებენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტები?

BM.GE

კირ სტარმერს ენდი ბერნჰემი ჩაანაცვლებს - იგი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს

კირ სტარმერს ენდი ბერნჰემი ჩაანაცვლებს - იგი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს

BM.GE

Euromoney-მ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა

Euromoney-მ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE