მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, ქართული საექსპორტო თხილის ფასი 54%-ით გაიზარდა|სად ვყიდით?
წელს, ქართული საექსპორტო თხილის ფასი 54%-ით გაიზარდა|სად ვყიდით?

წელს, ქართული საექსპორტო თხილის ფასი 54%-ით გაიზარდა|სად ვყიდით?

BM.GE24 მაისი, 2026, 22:03|bm.ge

თხილი საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ათეულში დაბრუნდა და რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით.

კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში თხილისა და სხვა კაკლის ადგილობრივმა ექსპორტმა 59.7 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო რეალიზებული პროდუქციის მოცულობამ 5 498 ტონას მიაღწია. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში, მაჩვენებელი 36.5 მილიონი დოლარსა და 5 191 ტონას უდრიდა. შესაბამისად, მონაცემები ცხადყოფს, რომ თხილის ადგილობრივი ექსპორტი ღირებულებით 63.5%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობით 5.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ასევე 54%-ითაა გაზრდილი თხილის საექსპორტო ფასი.

ექსპორტის სტრუქტურის მიხედვით, თხილისა და სხვა კაკლის ძირითადი საექსპორტო ბაზარი იტალია იყო, სადაც 16.1 მილიონი დოლარის ღირებულების 1 640 ტონა პროდუქცია გავიდა. შემდეგ მოდის ესპანეთი, საიდანაც საქართველომ 604 ტონა თხილის ექსპორტიდან 7.4 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. თხილის ექსპორტი განხორციელდა სირიაშიც, სადაც 602 ტონის მოცულობის პროდუქციამ 6.5 მილიონი დოლარის ღირებულება შეადგინა. ასევე თხილი ექსპორტზე გავიდა გერმანიაში, საიდანაც 3.6 მილიონი დოლარის ღირებულების 254 ტონა თხილი გაიყიდა, პოლონეთში - 3.2 მილიონი დოლარისა და 270 ტონის, ხოლო საფრანგეთში - 2.8 მილიონი დოლარისა და 252 ტონის მოცულობით.

საექსპორტო პარტნიორებს შორის ასევე ფიგურირებს არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.78 მილიონი დოლარის ღირებულების 169 ტონა, შვეიცარია - 1.71 მილიონი დოლარისა და 119 ტონის, სლოვაკეთი - 1.6 მილიონი დოლარისა და 142 ტონის, ხოლო რუსეთი - 1.5 მილიონი დოლარისა და 206 ტონის მოცულობით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლურსმნების იმპორტი 21.6%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა - საქსტატი

ლურსმნების იმპორტი 21.6%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა - საქსტატი

BM.GE

ჩაის წარმოების გაფართოება, მცირე საწარმო და ექსპორტი ბულგარეთში - რა გეგმები აქვს ეკოსასტუმრო "მელაანს"?

ჩაის წარმოების გაფართოება, მცირე საწარმო და ექსპორტი ბულგარეთში - რა გეგმები აქვს ეკოსასტუმრო "მელაანს"?

BM.GE

"ფასები 10-15%-ით გავზარდეთ" - ავეჯის საწარმო "მობილია ბათუმი" ნედლეულის გაძვირების შედეგებზე საუბრობს

"ფასები 10-15%-ით გავზარდეთ" - ავეჯის საწარმო "მობილია ბათუმი" ნედლეულის გაძვირების შედეგებზე საუბრობს

BM.GE

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას გააძლიერებს - ლევან სულაბერიძე

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას გააძლიერებს - ლევან სულაბერიძე

BM.GE