მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, რუმინული DAN AIR ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს
წელს, რუმინული DAN AIR ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს

წელს, რუმინული DAN AIR ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს

BM.GE2 ივნისი, 2026, 20:49|bm.ge

DAN AIR პირველი ივლისიდან გეგმავს რეგულარული ფრენების შესრულებას ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, რუმინეთის ავიაკომპანიამ შესაბამისი განაცხადი უკვე წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირების უფლება 2 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა - Norwegian Air Sweden და China Eastern Airlines.

ამასთან, 2025 წლის პიკურ პერიოდში (აგვისტო-სექტემბერი) საქართველოს აეროპორტებში 70-ზე მეტი ავიაკომპანია 122 საჰაერო ხაზზე, საშუალოდ, 760 სიხშირით ოპერირებდა. 2025 წელს ქართულ ბაზარზე ოპერირების უფლება 13 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა: British Airways, Easyjet UK, Easyjet Switzerland, Easyjet Europe, Edelweiss, Air Serbia, Transavia France, Air Serbia, Electra Airways, Almasria Airlines, SAM Air, Fly Khiva, Vision Air.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საავიაციო სექტორმა საჰაერო მიმოსვლის ყველა ძირითადი მიმართულებით რეკორდული ზრდა აჩვენა. საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 8 494 640 მგზავრს მოემსახურა. 2025 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 14%-ით აღემატებოდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. რეისების რაოდენობა კი წლიურად 17.5%-ით გაიზარდა.

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტები 1 605 500 მგზავრს მოემსახურა, რაც 4.28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE