მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს საარსებო შემწეობა 71 ათას ბავშვს შეუწყდა
წელს საარსებო შემწეობა 71 ათას ბავშვს შეუწყდა

წელს საარსებო შემწეობა 71 ათას ბავშვს შეუწყდა

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 03:55|bm.ge

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, წელს საარსებო შემწეობა 71 312 ბავშვს (0-18 წლამდე პირები) შეუწყდა. ჯამში იანვარ-ოქტომბერში 191 736 პირს შეუწყდა დახმარება, რაც ნიშნავს, რომ აქედან 37% ბავშვი იყო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ იანვარში 0–18 წლამდე 279 366 იღებდა დახმარებას, თუმცა ოქტომბრის მდგომარეობით მათი რიცხვი 208 054-მდე შემცირდა. ამ რიცხვში შედიან როგორც საარსებო შემწეობის მიმღებები, ასევე სახელმწიფო დასაქმების პროგრამის მონაწილეების ოჯახის წევრებიც. ეს პროგრამა მიმდინარე წლიდან გაჩერდა და სისტემაში მხოლოდ ის პირები და შესაბამისად მათი ოჯახის წევრები რჩებიან, რომლებსაც ოთხწლიანი პერიოდი არ დაუსრულებიათ.

წელს სოციალური შემწეობის მიმღებებზე გადარიცხული თანხა დაახლოებით 83 მლნ ლარით შემცირდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აქედან უშუალოდ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე კლება დაახლოებით 30 მლნ ლარია, ხოლო დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე შემცირება 52 მლნ ლარს აჭარბებს.

ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა 2020 წლიდან დაიწყო, როცა პანდემიის საბაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადამოწმება შეჩერდა. ამას 2022 წლიდან სახელმწიფო დასაქმების პროგრამაც დაემატა, რომელსაც შემწეობაზე მყოფი პირები დასაქმების ბაზრისთვის უნდა მოემზადებინა, თუმცა პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ წინამორბედის დროს ამუშავებული პროგრამა უსარგებლო, ხოლო დასაქმება ფიქციური იყო. ამასობაში მთავრობის მიერ უსარგებლოდ შეფასებულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Waymo-მ აშშ-ში რობოტაქსების მოძრაობა შეაჩერა - რა გახდა მიზეზი?

Waymo-მ აშშ-ში რობოტაქსების მოძრაობა შეაჩერა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

IPO-ს შემდეგ, Anthropic-ში Google-ისა და Amazon-ის წილი 28%-ს მიაღწევს

IPO-ს შემდეგ, Anthropic-ში Google-ისა და Amazon-ის წილი 28%-ს მიაღწევს

BM.GE

რა კავშირი ჰქონდა Deutsche Bank-ს ეპშტეინთან?

რა კავშირი ჰქონდა Deutsche Bank-ს ეპშტეინთან?

BM.GE

რომელი კომპანიების აქციები იყიდა/გაყიდა Berkshire-მა?

რომელი კომპანიების აქციები იყიდა/გაყიდა Berkshire-მა?

BM.GE