მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს საკრედიტო პორტფელის 14-15%-იანი ზრდაა მოსალოდნელი - საბანკო ასოციაცია
წელს საკრედიტო პორტფელის 14-15%-იანი ზრდაა მოსალოდნელი - საბანკო ასოციაცია

წელს საკრედიტო პორტფელის 14-15%-იანი ზრდაა მოსალოდნელი - საბანკო ასოციაცია

BM.GE28 მაისი, 2026, 13:00|bm.ge

საბანკო ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ მიუხედავად სესხებზე შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებისა, მიმდინარე წელს საკრედიტო აქტივობა 14-15%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.

როგორც ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, აპრილის მაჩვენებლით კომერციული ბანკების აქტივები მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ჯერჯერობით საკრედიტო პორტფელში არ ასახულა.

დავით რუსიას თქმით, ბიზნეს და საცალო სექტორში საკრედიტო რესურსზე მოთხოვნა ნარჩუნდება, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ სესხების ზრდის წლიური ტემპი ორნიშნა იქნება.

“აპრილის მაჩვენებლით საბანკო აქტივები მნიშვნელოვნად გაზრდილია, რასაც სასესხო აქტივობა ჯერჯერობით ვერ მიჰყვა. ბანკებს გაუჩნდათ რესურსი, რაც დარწმუნებული ვარ, უკვე მაისის მონაცემებით პორტფელში აისახება. საკრედიტო პორტფელი დღეს ძირითად შემოსავლის მომტან წყაროს წარმოადგენს ბანკებისთვის და აქცენტი ისევ და ისევ იქნება გაკეთებული მცირე და საშუალო ბიზნესის და კორპორატიულ სესხებზე, ვფიქრობთ, საცალო სესხების მიმართულება ლიდერობას არ დათმობს. ამიტომ ხელშესახებ კონკრეტულ შემცირებას რომელიმე პორტფელის მიმართულებით ამ ეტაპზე არ ველოდებით. ველოდებით, რომ საკრედიტო რესურსი ისევ და ისევ საჭირო იქნება ეკონომიკის მხარდაჭერისთვის და საბანკო სექტორი ამისთვის მზად არის.

ველოდებით, რომ საბანკო სექტორის აქტივები [წელს] დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. რაც შეეხება საკრედიტო აქტივობას, დაახლოებით 14-15%-იანი ზრდაა მოსალოდნელი წინა წელთან შედარებით”, - განაცხადა დავით რუსიამ.

ცნობისთვის, აპრილის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 72.89 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 144.28 მილიონი ლარით (0.20%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ კი 14.14% შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE