მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს საქართველომ რუსეთიდან 36%-ით მეტი ხორბალი და 347%-ით მეტი სიმინდი იყიდა|იმპორტის სტატისტიკა
წელს საქართველომ რუსეთიდან 36%-ით მეტი ხორბალი და 347%-ით მეტი სიმინდი იყიდა|იმპორტის სტატისტიკა

წელს საქართველომ რუსეთიდან 36%-ით მეტი ხორბალი და 347%-ით მეტი სიმინდი იყიდა|იმპორტის სტატისტიკა

BM.GE2 აგვისტო, 2026, 01:06|bm.ge

რუსეთი საქართველოსთვის მარცვლეულის (ხორბლისა და სიმინდის) მთავარ მომწოდებლად რჩება. მიმდინარე წელს საქართველომ 182 366 ტონა რუსული ხორბლის და სიმინდის იმპორტში 47.3 მლნ დოლარი გადაიხადა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ივნისში რუსეთიდან ორივე პროდუქტის იმპორტი მკვეთრადაა გაზრდილი.

ხორბლის იმპორტი

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ხორბლის ჯამური იმპორტი შემცირდა, თუმცა რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა. წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ სულ 45.3 მლნ დოლარის 174 880 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა, რაც წლის ჭრილში 5%-იანი კლებაა როგორც რაოდენობრივ, ისე თანხობრივ გამოხატულებაში.

იმპორტის კლება ყაზახეთს უკავშირდება, საიდანაც წელს 89%-ით ნაკლები რაოდენობა შემოვიდა.

საპირისპიროდ, ზრდა ფიქსირდება რუსეთიდან, რომელზეც ხორბლის მთლიანი იმპორტის 90%-ზე მეტი მოდის. რუსეთიდან 6 თვეში 41.8 მლნ დოლარის 160 615 ტონა ხორბალია იმპორტირებული, რაც თანხობრივად 30%-ით, ხოლო მოცულობაში 36%-იანი წლიური ზრდაა.

წელს იმპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასეთია:

• რუსეთი - $41.8 მლნ/160 615 ტონა; • ყაზახეთი - $1.8 მლნ/7 839 ტონა; • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.6 მლნ/6 399 ტონა.

სიმინდის იმპორტი

რაც შეეხება სიმინდის იმპორტს, წელს საქართველომ სულ 11.1 მილიონი დოლარის 23 413 ტონა პროდუქტი იყიდა. რაოდენობრივი ზრდა 276%-ია, ხოლო თანხობრივი 89%, რაც იმპორტის გაიაფებაზე მეტყველებს.

მკვეთრი მატება რუსეთს უკავშირდება. 2026 წლის მთლიანი იმპორტირებული პროდუქტიდან 93% სწორედ რუსეთზე მოდის.

6 თვეში რუსეთიდან იმპორტმა მიაღწია 21 751 ტონას (წლიური ზრდა 347%) და 5.5 მლნ დოლარს (წლიური ზრდა 328%), რაც 300%-ზე მეტი ზრდაა როგორც რაოდენობრივად, ისე მოცულობით.

სიმინდის იმპორტიორი ძირითადი ქვეყნები, საიდანაც იმპორტი 100 ტონას აჭარბებს, ასეთია:

• რუსეთი - $5.5 მლნ/21 751 ტონა; • თურქეთი - $2.9 მლნ/751 ტონა; • ეგვიპტე - $92.1 ათასი/224 ტონა; • არგენტინა - $113.4 ათასი/208 ტონა; • საფრანგეთი - $869.3 ათასი/149 ტონა; • რუმინეთი - $683 ათასი/122 ტონა; • ავსტრია - $614 ათასი/109 ტონა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • რუბიომ უკრაინასა და რუსეთს შორის უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების განახლება დააანონსაიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

გლობალურად ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები - TOP 10

გლობალურად ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები - TOP 10

BM.GE

უკრაინული თავდასხმების შედეგად რუსულმა ნავთობის ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეების 45% დაკარგეს - FT

უკრაინული თავდასხმების შედეგად რუსულმა ნავთობის ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეების 45% დაკარგეს - FT

BM.GE

საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდმა ამერიკული ავტომწარმოებლის, Lucid-ის 5%-იანი წილი შეიძინა

საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდმა ამერიკული ავტომწარმოებლის, Lucid-ის 5%-იანი წილი შეიძინა

BM.GE

ოქროს უმსხვილესი საბადოები მსოფლიოში

ოქროს უმსხვილესი საბადოები მსოფლიოში

BM.GE