მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, საქართველომ სპაგეტის და სხვა მაკარონის ნაწარმში $8.6 მლნ გადაიხადა|სად ვყიდულობთ?
წელს, საქართველომ სპაგეტის და სხვა მაკარონის ნაწარმში $8.6 მლნ გადაიხადა|სად ვყიდულობთ?

წელს, საქართველომ სპაგეტის და სხვა მაკარონის ნაწარმში $8.6 მლნ გადაიხადა|სად ვყიდულობთ?

BM.GE26 მაისი, 2026, 12:24|bm.ge

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში სპაგეტის, მაკარონის, ვერმიშელისა და მაკარონის სხვა ნაწარმის იმპორტი მცირედით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის საერთო ღირებულებამ 8.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ით მეტია. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-აპრილში აღნიშნული პროდუქციის იმპორტის ღირებულება 8 მლნ დოლარი იყო.

გაიზარდა იმპორტირებული პროდუქციის მოცულობაც. 2025 წელს საქართველოში 7 129 ტონა მაკარონის ნაწარმი შემოვიდა, ხოლო 2026 წელს - 7 416 ტონა. მატებამ 286.8 ტონა, ანუ დაახლოებით 4% შეადგინა.

საქართველოში მაკარონის ნაწარმის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, საიდანაც 3.6 მლნ დოლარის ღირებულების 2 935 ტონა პროდუქცია შემოვიდა. მეორე ადგილზე იტალიაა - 1.9 მლნ დოლარი და 1 465 ტონა.

TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა ასე ნაწილდება:

• რუსეთი - $3.6 მლნ, 2 935 ტონა; • იტალია - $1.9 მლნ, 1 465 ტონა; • აზერბაიჯანი - $913 ათასი, 1 605 ტონა; • თურქეთი - $810 ათასი, 820 ტონა; • პოლონეთი - $291 ათასი, 39 ტონა; • ბელარუსი - $240 ათასი, 83 ტონა; • ყაზახეთი - $156 ათასი, 187 ტონა; • უზბეკეთი - $132 ათასი, 61 ტონა; • უკრაინა - $116 ათასი, 51 ტონა; • ჩინეთი - $72 ათასი, 36 ტონა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE