მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება - საბანკო ასოციაცია
წელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება - საბანკო ასოციაცია

წელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება - საბანკო ასოციაცია

BM.GE28 მაისი, 2026, 02:20|bm.ge

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს საქართველოში მაღალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

როგორც ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, საქართველოსა და გლობალურად გაზრდილი ინფლაციური რისკების ფონზე, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს, ადგილობრივ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები მაღალ ნიშნულზე დარჩება.

ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მაისში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, არაა გამორიცხული მომდევნო თვეებში ლარის სესხები მცირედით კვლავ გაძვირდეს. რაც შეეხება უცხოური ვალუტის კრედიტების, დავით რუსია აღნიშნავს, მომდევნო პერიოდში ევროში გაცემული სესხების გაძვირებაა მოსალოდნელი.

“ევროპის ცენტრალურმა ბანკმა [ბოლო სხდომაზე] თავი შეიკავა პროცენტის ცვლილებისგან, თუმცა ივნისის მონაცემით, შესაძლებელია, რომ ევროზონაში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდოს. განაკვეთის ზრდა ავტომატურად აისახება ევროში გაცემულ სესხებზე და შესაბამისად აქაც [საქართველოში] შესაძლებელია, რომ ივნისიდან გარკვეულ კორექტირებებს ველოდოთ.

რაც შეეხება ლარს, ლართან მიმართებაში ეროვნულმა ბანკმა მაისში ინსტრუმენტების მთელი ნაკრები აამუშავა ერთდროულად, რასაც სავარაუდოდ, ფინანსურ მაჩვენებლებზე გავლენა მაისი-ივნისიდან ექნება. ჩვენ ველოდებოდით, რომ რეფინანსირების განაკვეთი მეტწილად ივნისში გაიზრდებოდა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა წინსწრებით იმუშავა, გარკვეულწილად ინფლაციური მოლოდინების ზემოქმედების შემცირების მიმართულებით და მაისში გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი. ჩვენ მეტწილად ვფიქრობთ, რომ განაკვეთები მთელი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ობიექტურად, მაღალ მაჩვენებელზე დარჩება, რაც გარკვეულწილად გამოწვევა არის ქართული ეკონომიკისთვის და მეწარმეებისთვის.

მოსალოდნელია, რომ ცვალებადპროცენტიან სესხებზე განაკვეთები მიჰყვება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას. უახლოესი ერთ თვის განმავლობაში შეიძლება იგივე მაჩვენებელი დარჩეს ლარის სესხებზე ან ოდნავ გაიზარდოს, რომელიც შესამჩნევი არ იქნება. საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს საპროცენტო განაკვეთებზე”, - განაცხადა დავით რუსიამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან გამომდინარე ინფლაციურ წნეხს უკავშირებს, რადგან აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. ეს 2024 წლის 22 მაისის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის პირველი გადაწყვეტილებაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE