მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "წელს, თაფლი ექსპორტზე თითქმის სრულად ჩვენ გავიტანეთ" - "ტფელი" განმარტავს, რატომ გაიზარდა ფასი $43-მდე
"წელს, თაფლი ექსპორტზე თითქმის სრულად ჩვენ გავიტანეთ" - "ტფელი" განმარტავს, რატომ გაიზარდა ფასი $43-მდე

"წელს, თაფლი ექსპორტზე თითქმის სრულად ჩვენ გავიტანეთ" - "ტფელი" განმარტავს, რატომ გაიზარდა ფასი $43-მდე

BM.GE4 მაისი, 2026, 13:55|bm.ge

წელს, პირველ კვარტალში საქართველოდან 17 300 დოლარის ღირებულების 400 კგ ადგილობრივი წარმოების თაფლი გავიდა. თაფლის საექსპორტო საშუალო ფასი 43 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 12 დოლარამდე იყო. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, წელს, ქართული თაფლის მთავარი ექსპორტიორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, სადაც იანვარ-მარტში 11 400 დოლარის 200 კგ თაფლი გავიდა. მეორე ადგილზეა ჰონკონგი 5 800 დოლარის 100 კგ თაფლით; რუსეთში კი ექსპორტი მინიმალური იყო და 100 დოლარის პროდუქტი გაიყიდა.

წლევანდელი ექსპორტის თითქმის სრული მოცულობა კომპანია "ტფელზე" მოდის, რომელმაც ექსპორტზე ჯარას თაფლი გაიტანა. "ტფელის" თანადამფუძნებლისა და დირექტორის მარიამ მორჩაძის თქმით, თაფლის საშუალო საექსპორტო ფასის ასეთი ზრდა იმან განაპირობა, რომ მათ ექსპორტზე მაღალი ხარისხის ჯარას თაფლი გაიტანეს.

“ფასს განაპირობებს, რა თქმა უნდა, ის, რომ ეს არ არის უბრალო თაფლი. ეს ბიოსერტიფიცირებული თაფლია, რაც ნიშნავს რომ ერთადერთია ფაქტობრივად საქართველოში, რაც მის ღირებულებას ზრდის. ამავდროულად არის ველური თაფლი. მისი მოყვანის წესი ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი თაფლის მოყვანის წესისგან, მოითხოვს ძალიან ბევრ ფიზიკურ შრომას, მისი ამოღება არ ხდება ჩარჩოიანი სკებიდან, მას ხის მორების სკებიდან იღებენ და აქედან გამომდინარეც უფრო მაღალი ღირებულება აქვს. დაახლოებით გვაქვს 400 კილომდე გვაქვს გატანილი წელს, ანუ საქსტატს რა მონაცემებიც აქვს, თითქმის მთლიანად ჩვენი ექსპორტია”, - განაცხადა ჯარას თაფლის მწარმოებელმა bm.ge-სთან საუბრისას.

მარიამ მორჩაძემ ექსპორტთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული თაფლისთვის არ არის მარტივი ექსპორტზე გასვლა არც ევროკავშირის ქვეყნებში და არც აზიის ქვეყნებში, ვინაიდან ბევრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის ლაბორატორიულად დადასტურებულს.

“ლაბორატორიულ ტესტებს რაც შეეხება, არსებობს ისეთი ტესტები, რომლებსაც მაგალითად საქართველოში არ აკეთებენ, თუმცა ექსპორტზე რომ გაიტანო აუცილებელია. ჩვენ მაგალიად, დიდ ბრიტანეთში ჩასვლა გვჭირდებოდა ხოლმე და იქ ლაბორატორიაში გატესტვა.

ამას გარდა, ევროკავშირსა და აზიაში მაინც არსებობს ეჭვები, რომელიც აქვთ ქართულ თაფლთან დაკავშირებით, თუმცა ეგ გამომდინარეობს იქიდან, რომ ევროკავშირი როგორც ასეთი არ იცნობს კარგად ქართულ თაფლს. ბიოსერტიფიკატიც ამ მხრივ ძალიან ხელშემწყობია, ვინაიდან იმისთვის, რომ ევროკავშირში შეძლო თაფლის ექსპორტი აუცილებელია ბიოსერტიფიცირებული იყოს როგორც ასოციაცია, რომელიც თაფლს აწარმოებს, ასევე ის კომპანია, რომელიც მის ექსპორტს განახორციელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს დიდი ვარაუდი, რომ შეიძლება თაფლი უბრალოდ არ მიიღონ. აზიასთან შედარებით მარტივი არის, ვინაიდან იქ არ არის მსგავსი მკაცრი მოთხოვნები, თუმცა რა თქმა უნდა, მათაც რიგი მოთხოვნები აქვთ”, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, კომპანია „ტფელი“ ბრიტანეთში ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობსიმედი
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE