მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება - "საქართველოს რკინიგზის" დირექტორი
წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება - "საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება - "საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

BM.GE7 მაისი, 2026, 23:09|bm.ge

თურქმენეთიდან ტვირთბრუნვის კიდევ უფრო ზრდას ველოდებით, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად თურქმენეთში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ლაშა აბაშიძე ამბობს, ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.

„თურქმენეთის რკინიგზა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს - ტვირთბრუნვის დინამიკა მზარდია. ვფიქრობთ, რომ არსებობს პოტენციალი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.

„საქართველოსა და თურქმენეთს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში მჭიდრო და მზარდი თანამშრომლობა აკავშირებს. თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები და ცალკეულ პროექტებში ერთობლივი ჩართულობის გეგმები,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მისი მოადგილე თამარ იოსელიანიც. იოსელიანის თქმითაც, 2025 წელს სარკინიგზო ტრანსპორტმა ორ ქვეყანას შორის დაახლოებით 20%-ით მეტი ტვირთი გადაზიდა. როგორც მან განაცხადა, ტენდენცია 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და მატებამ 3%-ი შეადგინა.

“ჩვენ თურქმენ კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელთაც ვახორციელებთ სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, მათი სერვისების გაციფრულების და საერთაშორისო და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით,” - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE