მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს უძრავ ქონებაზე ფასები შესაძლოა, 4-6%-ზე მეტად გაიზარდოს - "არქი" მიზეზებზე
წელს უძრავ ქონებაზე ფასები შესაძლოა, 4-6%-ზე მეტად გაიზარდოს - "არქი" მიზეზებზე

წელს უძრავ ქონებაზე ფასები შესაძლოა, 4-6%-ზე მეტად გაიზარდოს - "არქი" მიზეზებზე

BM.GE1 მაისი, 2026, 00:00|bm.ge

დეველოპერული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ წელს შესაძლოა, უძრავ ქონებაზე ფასები მოსალოდნელზე მაღალი ტემპით გაიზარდოს.

როგორც BMG-სთან „არქის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასები სტაბილურად 4-6%-ის ფარგლებში იზრდება. თუმცა შიო ხეცურიანის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ წელს სექტორში მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, შესაძლოა, საცხოვრებელი ბინები ამ მაჩვენებელზე უფრო მეტად გაძვირდეს.

მისივე თქმით, მშენებლობის თვითღირებულებას ასევე ზრდის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, გაძვირებული ენერგორესურსები და გართულებული ლოგისტიკა.

„კარგად გვესმის, რომ ფასს განსაზღვრავს მოთხოვნა, თუმცა ისიც გვესმის, რომ მოთხოვნა გარკვეულ მომენტში შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ფასი ისევე სწრაფად წავა ზემოთ. თუმცა ფასი საქართველოში უძრავ ქონებაზე [ყოველწლიურად] სტაბილურად იზრდება 4-6%-იან ჭრილში. შესაძლოა, ასეთმა სწრაფმა მოთხოვნის ზრდამ კიდევ უფრო მეტი ტემპით გაზარდოს ფასები. თუმცა გავიმეორებ, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უძრავ ქონებაზე ფასები სტაბილურად იზრდება საქართველოში. რაც შეეხება იმ პროდუქციას, რომლის იმპორტი ხდება თუ ადგილობრივი წარმოებიდან შესყიდვა, ფასები აქაც სტაბილურად მზარდია. რა თქმა უნდა, ლოგისტიკური თემა, რომელიც არის დღეს გართულებული მსოფლიოში, გავლენას ახდენს, მათ შორის ნავთობის ფასის ზრდა, რა თქმა უნდა, სამშენებლო მიმართულებაში თვითღირებულებას ზრდის.

ამ ფაქტორების ერთობლიობით, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ალბათობაა იმისი, რომ ფასები გაიზარდოს, რადგანაც მოთხოვნა იზრდება, თვითღირებულება იზრდება და შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ფასები უძრავ ქონებაზე კვლავ გაიზარდოს.

სავარაუდოდ, უფრო მეტით გაიზრდება, [ვიდრე 4-6%-ია]. თუ გაგრძელდა ისეთ კომპონენტებზე [ფასების ზრდა], რისგანაც შედგება [თვითღირებულება], მაგალითად სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც პირდაპირ დამოკიდებული არიან ნავთობის და ბენზინის ფასზე. ამ კომპონენტის გაზრდა, მუშა ხელის სახელფასო ზრდა, მათ შორის კიდევ ლოგისტიკურად სხვა პროდუქცია, რომელიც იმპორტით ხორციელდება და ამ პროდუქციაზე ტრანსპორტირების ხარჯი და თვითღირებულება თუ გაიზარდა, და მათ შორის ასევე მოთხოვნა თუ გაიზარდა, ჯამურად ეს გამოიწვევს ფასების ზრდას“, - განაცხადა შიო ხეცურიანმა.

ცნობისთვის, Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში 10,511 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 16.7%-იანი ზრდაა. უშუალოდ მარტში დედაქალაქში ტრანზაქციების რაოდენობამ 3,913 შეადგინა, რაც წლიურად 30.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი ფინანსური შედეგები აქვს Microsoft-ს?

როგორი ფინანსური შედეგები აქვს Microsoft-ს?

BM.GE

ბიტკოინის ოქროს ხანა სწორედ ახლაა – ერიკ ტრამპი

ბიტკოინის ოქროს ხანა სწორედ ახლაა – ერიკ ტრამპი

BM.GE

სტეფ კარის მიერ აუქციონზე გატანილი 70-ზე მეტი წყვილი ფეხსაცმელი $1,7 მილიონად გაიყიდა

სტეფ კარის მიერ აუქციონზე გატანილი 70-ზე მეტი წყვილი ფეხსაცმელი $1,7 მილიონად გაიყიდა

BM.GE

"ევროკავშირის ელჩი დიპლომატიის გარდა ყველაფერს აკეთებს" - კახა კალაძე

"ევროკავშირის ელჩი დიპლომატიის გარდა ყველაფერს აკეთებს" - კახა კალაძე

BM.GE