მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, ვაკეში 99 ლიფტის განახლება დაფინანსდა, გამგეობას ₾4,3 მლნ აქვს გათვალისწინებული|მერია
წელს, ვაკეში 99 ლიფტის განახლება დაფინანსდა, გამგეობას ₾4,3 მლნ აქვს გათვალისწინებული|მერია

წელს, ვაკეში 99 ლიფტის განახლება დაფინანსდა, გამგეობას ₾4,3 მლნ აქვს გათვალისწინებული|მერია

BM.GE7 მაისი, 2026, 19:12|bm.ge

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ვაკეში მიმდინარე წლის დასაწყისიდან 99 ლიფტის განახლება დაფინანსდა. აღნიშნულისთვის ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში, დაახლოებით, 4 306 000 ლარია გათვალისწინებული.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამჯერად წყნეთის ქუჩის N1-სა და ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25-ში ამორტიზებული ხუთი ლიფტი განახლდა.

სამუშაოები წყნეთის ქ. N1-ში ორ სადარბაზოში, ხოლო ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25-ში სამ სადარბაზოში ჩატარდა. პროექტების საერთო ღირებულებამ, დაახლოებით, 181 000 ლარი შეადგინა.

კანონმდებლობის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის შესაბამისად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და კორპუსის საერთო საჭიროებებს ხმარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE