მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წინა კვირასთან შედარებით, საავიაციო საწვავის ფასი 3%-ით შემცირდა
წინა კვირასთან შედარებით, საავიაციო საწვავის ფასი 3%-ით შემცირდა

წინა კვირასთან შედარებით, საავიაციო საწვავის ფასი 3%-ით შემცირდა

BM.GE29 აპრილი, 2026, 18:12|bm.ge

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით, საავიაციო საწვავზე ფასი 3%-ით შემცირდა და ბარელზე 179 დოლარი შეადგინა. ეს მიმდინარე კვირის საშუალო ფასია, თუმცა წინა წელთან შედარებით, საწვავის ფასი კვლავ გაორმაგებულია.

ფასი განსხვავდება რეგიონების მიხედვით და მაგალითად აზიასა და ევროპაში საავიაციო საწვავზე ფასი ბარელზე 180 დოლარს აღემატება.

გაზრდილი ფასის გამო, გლობალური ავიაცია კრიზისში აღმოჩნდა, რადგან ავიაკომპანიების ხარჯების 40%-ზე მეტი სწორედ საწვავზე მოდის. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ავიაკომპანიას Lufthansa-ს 20 ათასამდე რეისის გაუქმებაც მოუწია და ფიქრობს, რომ ამით ათასობით ტონა საწვავს დაზოგავს.

არც პროგნოზებია სახარბიელო. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტის საკითხი რომც მოგვარდეს, ლოგისტიკური ჯაჭვების აღდგენას თვეები დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ავიაციისთვის ყველაზე აქტიურ ზაფხულის პერიოდში სექტორი კრიზისში იქნება.

ვრცლად ამ თემაზე: გაორმაგებული ფასი საწვავზე - როგორ აისახა გლობალური კრიზისი ქართულ საავიაციო ბაზარზე?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE