მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ცივ-გომბორის ეროვნული პარკის და დაცული ლანდშაფტის შექმნა... - რა განიხილეს კულტურის კომიტეტზე?
ცივ-გომბორის ეროვნული პარკის და დაცული ლანდშაფტის შექმნა... - რა განიხილეს კულტურის კომიტეტზე?

ცივ-გომბორის ეროვნული პარკის და დაცული ლანდშაფტის შექმნა... - რა განიხილეს კულტურის კომიტეტზე?

BM.GE22 მაისი, 2026, 19:15|bm.ge

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე იმსჯელა და განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.კერძოდ, „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება ცივ-გომბორის ეროვნული პარკი 21 761 ჰა-ზე საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში, ასევე სიღნაღის აღკვეთილი 554 ჰა-ზე და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი 17 562 ჰა-ზე.მომხსენებლის თქმით, ცივ-გომბორის ეროვნული პარკის და სიღნაღის აღკვეთილის მართვა განხორციელდება სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ხოლო ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი განახორციელებს.ზურაბ ეზუგბაიას ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია, ბუნებრივი ეკოსისტემების მრავალფეროვნებასთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითაც გამოირჩევა. მისივე თქმით, დაცული ტერიტორიების სისტემის შექმნა ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სათანადო დაცვას.ამასთან, სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულება, „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების რეგულაციები და მისი თანამდევი საქართველოს კანონის პროექტი „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.როგორც მომხსენებელმა განაცხადა, რიადის ხელშეკრულება 2024 წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღეს. მისი მიზანია დიზაინის დაცვის პროცედურების გამარტივება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ხელშეკრულება ამცირებს ბიუროკრატიულ ბარიერებს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ პროცედურებთან დაკავშირებულ სირთულეებს. მას ხელს აწერს და აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 28 წევრი სახელმწიფო.ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა შეესაბამება ხელშეკრულების მოთხოვნებს, თუმცა საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები. მისი თქმით, საქართველოსთვის ხელშეკრულებასთან შეერთება ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის გაძლიერებას და ქართველი დიზაინერების საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრაციას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE