მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "წლევანდელი პრემიუმ თხილის ფასი სავარაუდოდ 11-12 ლარი იქნება" - ფერმერი მოლოდინებზე
"წლევანდელი პრემიუმ თხილის ფასი სავარაუდოდ 11-12 ლარი იქნება" - ფერმერი მოლოდინებზე

"წლევანდელი პრემიუმ თხილის ფასი სავარაუდოდ 11-12 ლარი იქნება" - ფერმერი მოლოდინებზე

BM.GE20 ივლისი, 2026, 01:17|bm.ge

ყვარლის მუნიციპალიტეტში თხილის მწარმოებელი ფერმერი შეთე ქემოკლიძე ვარაუდობს, რომ წელს პრემიუმ ხარისხის თხილის შესყიდვის ფასი გასულ წელთან შედარებით შემცირდება და დაახლოებით 11-12 ლარის ფარგლებში იქნება. როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, ფასზე გავლენას თურქეთში მოსალოდნელი მაღალი მოსავალი ახდენს.

„გასულ წელს, იტალიასა და თურქეთში მოსავლის დაახლოებით 60%-იანი შემცირების გამო, პრემიუმ ხარისხის თხილის ფასი 15-16 ლარამდე გაიზარდა. თუმცა წელს, არსებული ინფორმაციით, თურქეთში 750-800 ათასი ტონა მოსავალს ელოდებიან, ამიტომ სავარაუდოდ ფასი 11-12 ლარი იქნება. ეს გასულ წელთან შედარებით დაბალია, თუმცა საბოლოო ჯამში არც ახლაა ცუდი ფასი“, - ამბობს შეთე ქემოკლიძე.

მისი შეფასებით, წლევანდელი მოსავლიანობა კარგია და ფერმერი ჰექტარზე საშუალოდ დაახლოებით 3 ტონა მშრალ თხილს ელოდება. „კახეთში უხვ ნალექს მნიშვნელოვანი პრობლემა არ შეუქმნია. ამინდის გავლენა უფრო უშუალოდ მოსავლის აღების პერიოდში გამოჩნდება“, - აღნიშნავს ის.

ქემოკლიძეს ყვარელში 17 ჰექტარი მსხმოიარე თხილის ბაღი და დამატებით 10 ჰექტარი ახალშენში აქვს. მისივე თქმით, საქართველოში წარმოებული პრემიუმ ხარისხის თხილი თითქმის სრულად საექსპორტოა.

„ადგილობრივ ბაზარზე თხილის მოხმარება ძალიან მცირეა. პრემიუმ ხარისხის პროდუქციის თითქმის 99% ექსპორტზე გადის. ჩვენ პირადად თხილს იტალიაში ვყიდით. ზოგადად, კახეთში წარმოებული პრემიუმ ხარისხის თხილი ძირითადად იტალიასა და გერმანიაში იგზავნება“, - აცხადებს ფერმერი.

მისი შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე კახური პრემიუმ ხარისხის თხილზე მოთხოვნა კვლავ მაღალია, თუმცა კომპანიას არსებული საექსპორტო პარტნიორების შეცვლა, ამ ეტაპზე არ აქვს დაგეგმილი. „ვისთანაც ვთანამშრომლობთ, საკმაოდ კარგი პარტნიორები არიან და ახალი ბაზრების დამატებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ“, - ამბობს შეთე ქემოკლიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ვიცით China Railway Tunnel Group-ზე, რომელიც წიწამური-ავჭალის ₾499-მილიონიან გვირაბს გაიყვანს

რა ვიცით China Railway Tunnel Group-ზე, რომელიც წიწამური-ავჭალის ₾499-მილიონიან გვირაბს გაიყვანს

BM.GE

ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება გამორიცხა

ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება გამორიცხა

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის - საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის - საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

BM.GE