მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წყლის რესურსების მართვის კანონის რიგი ნორმების ამოქმედება 1 წლით გადავადდება - კანონპროექტი
წყლის რესურსების მართვის კანონის რიგი ნორმების ამოქმედება 1 წლით გადავადდება - კანონპროექტი

წყლის რესურსების მართვის კანონის რიგი ნორმების ამოქმედება 1 წლით გადავადდება - კანონპროექტი

BM.GE22 მაისი, 2026, 17:56|bm.ge

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის ნაწილის ამოქმედების ვადა ერთი წლით გადავადდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.

კერძოდ, კანონის ის ნორმები, რაც დაკავშირებულია: ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვასთან, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვასთან და ზედაპირული წყლის ობიექტით წყალსარგებლობის კომბინირებულ ნებართვასთან, 2027 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, ნაცვლად 2026 წლის 1 სექტემბრისა.

კანონპროექტი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა და ცვლილებების საჭიროების მიზეზები განმარტა. მისი თქმით, უწყებებს დონორების ჩართულობა დასჭირდა და გარკვეული დრო წაიღო პარტნიორებთან პროგრამების ფორმირებამ.

„წყლის რესურსების მართვის შესახებ" კანონი ახალია და მის ასამოქმედებლად გათვალისწინებული იყო რამდენიმე ეტაპი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი იყო 2026 წლის 1 სექტემბერი. პირველ სექტემბრამდე უნდა მოსწრებულიყო კანონქვემდებარე აქტების გამოცემაც გარკვეულ ნაწილში და სათანადო მომზადების ღონისძიებების გატარებაც. ამ მხრივ, სამწუხაროდ, უშუალოდ ჩვენი დარგობრივი სამსახურების კომპეტენციას დასჭირდა შევსება დონორების მხრიდან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა. ეს შეეხება იმ უნივერსალურ ცოდნას, მასალებს, რომელიც აუცილებელია წყლის რესურსების მართვის თანამედროვე მეთოდების დასანერგად. გარკვეული დრო წაიღო პარტნიორებთან პროგრამების ფორმირებამ. დღესდღეობით გაგვაჩნია ფორმატი როგორც მსოფლიო ბანკთან, ასევე საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. ეს ორივე პროგრამა ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას, ცოდნის გაზიარებას და მეორე მხრივ, მხარდაჭერას პროექტების შედგენის დროს. ძირითადი გახლავთ სააუზო მართვის კომპლექსური გეგმები, საიდანაც უკვე ჩაიშლება დანარჩენი საკითხები. სამინისტრომ შეძლო უკვე მთელი რიგი ნორმატიული აქტების მომზადება 2026 წლის პირველ სექტემბრამდე, მაგრამ რაღაც ნაწილი რჩება, რომელზეც გვჭირდება ვადის გადაწევა 2027 წლის პირველ სექტემბრამდე. ერთი წელი არის აღებული, როგორც მაქსიმალური ვადა",- აღნიშნა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE