მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თუ ვინმეს ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს - კობახიძე
თუ ვინმეს ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს - კობახიძე

თუ ვინმეს ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს - კობახიძე

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 05:18|bm.ge

ჩვენ, საქართველო და ევროკავშირი, უნდა შევთანხმდეთ ერთ მთავარ საკითხზე: ორივე მხარეს უნდა გვსურდეს, ევროკავშირში ვიხილოთ დემოკრატიული, სამართლის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული, ეკონომიკურად ძლიერი და სუვერენული საქართველო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ამ ყველაფერზე შეთანხმება იქნება მიღწეული, შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ დეტალებზე. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მათ დიალოგს. ჩვენ სრულიად მოქნილები ვართ. წინაპირობა არის სუვერენიტეტი, ღირსება, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. სრულ მზად ვართ დისკუსიების დასაწყებად.კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნა წინადადება არ არის. ეს სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევაა. საქართველოს ჰყავს ღირსეული პარლამენტი, რომელმაც მიიღო კანონმდებლობა და რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. როდესაც ვინმე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა, როგორც სუვერენულმა ინსტიტუტმა, საკუთარი მიღებული კანონის მოქმედება უნდა შეაჩეროს, ეს სუვერენიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. თუ ვინმეს ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, უნდა გვესაუბროს და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს,“- აღნიშნა პრემიერმა.

"რატომ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება?" — რა ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ დებატებში

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 181 სტატია.

  • კობახიძე „ევრონიუსის“ სამიტზე: ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყოფორმულა
  • კობახიძე ვისაც საჭიროა (ევროპაში) პირში ეუბნება ყველაფერს - ირაკლი კირცხალიატვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

CVR Energy გეგმავს $4 მილიარდად ნავთობქარხნები იყიდოს

CVR Energy გეგმავს $4 მილიარდად ნავთობქარხნები იყიდოს

BM.GE

Palantir-ის შემოსავალი $2.3 მილიარდამდე გაიზარდა

Palantir-ის შემოსავალი $2.3 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 1982 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 1982 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა

BM.GE

როგორია ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა კავკასიის რეგიონში?

როგორია ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა კავკასიის რეგიონში?

BM.GE