მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტულსი გაბარდი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტიდან გადადგა
ტულსი გაბარდი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტიდან გადადგა

ტულსი გაბარდი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტიდან გადადგა

BM.GE23 მაისი, 2026, 01:43|bm.ge

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი თანამდებობიდან გადადგა. არსებული ინფორმაციით, იგი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვდა და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პირადად აცნობა.

Fox News Digital-ის ცნობით, გაბარდის გადადგომის გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის 30 ივნისს შევა.

გაბარდმა გამოაქვეყნა საჯარო წერილიც, რომელშიც სახელმწიფოს მეთაურს გამოცხადებული ნდობისა და წელიწად-ნახევრის განმავლობაში უწყების ხელმძღვანელობის შესაძლებლობისთვის მადლობას უხდის.

აღსანიშნავია, რომ ტულსი გაბარდმა თანამდებობის დატოვების მთავარ მიზეზად მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ოფიციალური წერილის თანახმად, მის ქმარს ძვლის იშვიათი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გაბარდის განცხადებით, იგი მეუღლეს ამ მძიმე ბრძოლაში მარტო ვერ დატოვებს და საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE