მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა
ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა

ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა

BM.GE30 აპრილი, 2026, 15:32|bm.ge

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების ხარჯები შემცირდა.

კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურად 5%-ით 1 897 ლარამდე შემცირდა.

ხარჯებისგან განსხვავებით, ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.87 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.5 ღამე) 7%-ით მეტია.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.2%-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემებზე.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 997.5 ათასიტურისტული ტიპის ვიზიტი, ეს წლიურ ჭრილში 4%-იანი ზრდაა.

ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 202.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 20%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 18.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12%-იანი წილით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

BM.GE

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

BM.GE

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE