მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტურიზმის ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიისთვის ინდურ კომპანიას $460 ათასის ხელშეკრულება გაუფორმა
ტურიზმის ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიისთვის ინდურ კომპანიას $460 ათასის ხელშეკრულება გაუფორმა

ტურიზმის ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიისთვის ინდურ კომპანიას $460 ათასის ხელშეკრულება გაუფორმა

BM.GE28 აპრილი, 2026, 21:29|bm.ge

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინდოეთში მარკეტინგული კამპანიის წარმოების მიზნით, THINKSTRAWBERRIES LUXURY TRAVEL MARKETING PVT-თან 460 200 დოლარის ხელშეკრულება გაუფორმა.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში ინდოეთში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

კერძოდ, ინდურ კომპანიას სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება ევალება, მათ შორის არის როგორც სოციალურ ქსელებში Instagram; Youtube, ისე ტრადიციულ მედიებში სხვადასხვა სარეკლამო მასალების განთავსება. ასევე Roadshow-ების მოწყობა ინდოეთის ქალაქებში ბენგალურსა და ჩენაიში.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციას ინდოეთი ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული და მანამდე საქორწინო ტურიზმის ხელშეწყობისთვის ინდურ კომპანიას რამდენიმე მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

მიმდინარე წელს უწყებამ VIVAAH WEDDING PARTIES ORGANIZING-ს ორი კონტრაქტი გაუფორმა.

დუბაიში რეგისტრირებულ კომპანიასთან 10 თებერვალს 286 691 დოლარის ერთწლიანი ხელშეკრულება, მანამდე იგივე კომპანიასთან 592 613 დოლარის ხელშეკრულება გაფორმდა იგივე მიზნით - საქართველოს პოპულარიზება ქორწილების მიმართულებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE