მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს - GNTA
„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს - GNTA

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს - GNTA

BM.GE15 მაისი, 2026, 14:38|bm.ge

2026 წელს „საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს. ამის შესახებ ცნობილი 15 მაისს, „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2026 წლის სეზონის პირველ ღონისძიებაზე გახდა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრებოდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

„დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მასტერკლასების ჩატარება, რეგიონული შეხვედრების გამართვა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის აქტიური დიალოგის ხელშეწყობა.

პროექტის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიული უნარების განვითარება“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

„ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას“ ფარგლებში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ 30-ზე მეტ კატეგორიაში, რომელიც ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. ფინალისტები და გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 2026 წლის სექტემბერში გაიმართება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

BM.GE