მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თვითმმართველ ქალაქებს გარე რეკლამებიდან შემოსავლის მიღება და რეგულირება შეეძლებათ - კანონპროექტი
თვითმმართველ ქალაქებს გარე რეკლამებიდან შემოსავლის მიღება და რეგულირება შეეძლებათ - კანონპროექტი

თვითმმართველ ქალაქებს გარე რეკლამებიდან შემოსავლის მიღება და რეგულირება შეეძლებათ - კანონპროექტი

BM.GE11 მაისი, 2026, 16:53|bm.ge

თვითმმართველ ქალაქებს გარე რეკლამებიდან შემოსავლის მიღება და მათი რეგულირება შეეძლებათ - ამას ითვალისწინებს "რეკლამის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებები, რომლითაც მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ დააფუძნონ შესაბამისი სსიპ-ები, რომლებიც ლიცენზიებს გასცემენ და გარე რეკლამებს დაარეგულირებენ.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველ ქალაქებს სსიპ-ების დაფუძნების უფლება ექნებათ.კანონპროექტის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები არიან. სწორედ ამ კანონპროექტის პაკეტით არის გათვალისწინებული რეკლამის რეგულირება.

"მიზანშეწონილია ცვლილებების შეტანა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა უზრუნველყოფილი იყოს თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ჩართულობა იმ სანებართვო საქმიანობებში, რომლებიც დაკავშირებულია მუნიციპალური კომპეტენციის განხორციელებასთან, მათ შორის: მშენებლობის ნებართვების ადმინისტრირება, აგრეთვე სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დადგენა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის გაცემა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თვითმმართველი ქალაქის შემთხვევაში (გარდა თბილისისა) - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოში თბილისის და ბათუმის გარდა სულ რამდენიმე ქალაქს აქვს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ესენია: ქუთაისი; რუსთავი და ფოთი. შესაბამისად, სწორედ ამ ქალაქების საკრებულოებს მიეცემათ უფლება გამოსცენ კანონქვემდებარე აქტები, განსაზღვრონ გარე რეკლამის ლიცენზია და დააწესონ შესაბამისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები.

ამჟამად თბილისის და ბათუმის გარე რეკლამის განთავსების ლიცენზიას კომპანია "ალმა" ფლობს. კომპანიამ 2024 წელს ბათუმის გარე რეკლამის განთავსების კონკურსში გაიმარჯვა და 10-წლიან ლიცენზიაში 29.6 მილიონი ლარი გადაიხადა. 2021 წელს კი კომპანიამ თბილისის გარე რეკლამის განთავსების 15-წლიან ლიცენზიაში 34 მილიონი ლარი გადაიხადა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიღება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყოტვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე - სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენებირუსთავი 2
  • ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრებაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
მიღება →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE